Pharmacological groups:
Species:
Manufacturer:
Form of the drug:
Detailed description
არპალიტ ნეო 4.8/1.2 მგ/გ
კანის ქაფი
შემადგენლობა: 1 გრამი (1.15 მლ) შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
პერმეტრინი 25:75 4.8 მგ
ფენოქსიკარბი 1.2 მგ
მკვრივი თეთრი ქაფი.
ცხოველების სამიზნე ჯგუფი: ძაღლები.
ჩვენება: ექტოპარაზიტოზები. პრეპარატი მოქმედებს რწყილების (Ctenocephalides spp.), ტკიპების (Ixodes spp., Dermacentor spp., Haemaphysalis spp.), ტილების (Linognathus setosus), ბუმბულჭამიების (Trichodectes canis) და მათი განვითარების სტადიების წინააღმდეგ.
პრეპარატი შეიძლება გამოიყენოთ ცხოველების სადგომის სადეზინფექციოდ.
გამოყენების წესი და დოზირება: გამოიყენება კანზე.
დოზის მოცულობა დამოკიდებულია დასამუშავებელი ცხოველის ზომაზე და მისი ბეწვის სიგრძესა და სიხშირეზე. ერთი 150 მლ შეფუთვა ჰყოფნის 40 კგ წონის ცხოველის დამუშავებას. ქაფი თანაბრად გადაუსვით ცხოველის სხეულის ზედაპირს, დავარცხნეთ სავარცხლით, ჯაგრისით ან ხელთათმანიანი ხელით დაზილეთ, რათა პრეპარატმა ჩააღწიოს კანამდე. დამუშავება ტარდება კანის ან ბეწვის პრეპარატით მხოლოდ მსუბუქად დატენიანებამდე ცხოველის სხეულის მთელ ზედაპირზე. თავის დამუშავებისას დაიცავით სიფრთხილის ზომები, რათა არ მოხდეს ღრუების დაბინძურება. დამუშავების შემდეგ აუცილებელია არ აბანაოთ ცხოველი 48 საათის განმავლობაში.
გამოყენების წინ შეანჯღრიეთ. გამოყენებისას ჭურჭელი საჭიროა გეჭიროთ ძირით ზემოთ.
გვერდითი მოვლენები:
მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, შესაძლებელია მომატებული მგრძნობელობის მქონე ინდივიდებში გამოვლინდეს ინტოქსიკაცია .
უკუჩვენება:
- არ გამოიყენება კატებში. დამუშავების შემდეგ მოერიდეთ კატების შესაძლო ურთიერთობას ძაღლებთან.
- არ გამოიყენება 2 თვემდე ასაკის ლეკვებში.
- არ გამოიყენება მაკეობისა და ლაქტაციის პერიოდში.
- არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ცნობილია მომატებული მგრძნობელობა რომელიმე შემადგენელ ნივთიერებაზე.
უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები:
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები ცხოველებში გამოყენებისას:
- არ გამოიყენოთ დაზიანებულ კანზე.
- პრეპარატის გამოყენების შემდეგ არ დაუშვათ დამუშავებული ბეწვის ალოკვა ცხოველის მიერ.
- გამოყენებისას აუცილებელია ცხოველების თვალების დაცვა ქაფის მოხვედრისგან.
- არ გამოიყენოთ პრეპარატი პირეთროიდებისა და ორგანოფოსფატების შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ 25°C-მდე ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 2 წელი.
შეფუთვა: 150 მლ (130 გ)





