Pharmacological groups:
Species:
All animals | Dog | Cat | Bovine cattle | Pig
Manufacturer:
Form of the drug:
Detailed description
ამოქსიცილინი 15% LA
საინექციო სუსპენზია
შემადგენლობა: ყოველი მლ შეიცავს შემდეგ ნივთიერებას:
ამოქსიცილინი (ტრიჰიდრატის სახით) 150 მგ
ჩვენება:
ამოქსიცილინი 15% LA საინექციო გამოიყენება მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, ხბოებში, ცხვრებში, თხებში, ღორებში, ძაღლებსა და კატებში მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, როდესაც აუცილებელია გახანგრძლივებული მოქმედების ერთჯერადი ინექცია. პროდუქტმა ასევე შეიძლება უზრუნველყოს დაცვა მეორადი ბაქტერიული ინფექციებისგან იმ შემთხვევებში, როდესაც ბაქტერიები არ წარმოადგენს დაავადების საწყის მიზეზს.
ამოქსიცილინი 15% LA საინექციო ხასიათდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, სასუნთქი გზების, კანისა და რბილი ქსოვილების, შარდ-სასქესო სისტემის ინფექციების წინააღმდეგ ეფექტიანობით, ასევე ოპერაციის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკისთვის (მკურნალობა ოპერაციის ჩატარებამდე).
გამოყენების წესი და დოზირება:
პრეპარატი განკუთვნილია ინტრამუსკულარული ინექციისთვის. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
ზოგადი დოზა: 1 მლ 10 კგ სხეულის წონაზე.
საჭიროების შემთხვევაში, ეს დოზა შეიძლება განმეორდეს 48 საათის შემდეგ.
დაუშვებელია ერთ ადგილას 20 მლ-ზე მეტი პრეპარატის შეყვანა.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი ქსოვილოვანი რეაქცია. იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირდა ალერგიული რეაქციები პენიცილინების მიმართ. იშვიათად შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მაგალითად, ანაფილაქსიური შოკი. თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე შეფუთვის ჩანართში, ან ფიქრობთ, რომ პრეპარატმა არ იმოქმედა სათანადოდ, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ვეტერინარ ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები:
ამოქსიცილინი არაა თავსებადი სწრაფად მოქმედ ბაქტერიოსტატულ ანტიმიკრობულ პრეპარატებთან (მაგალითად, ტეტრაციკლინები, ქლორამფენიკოლი და სულფონამიდები).
უკუჩვენებები:
- არ გამოიყენება ინტრავენური გზით. არ გამოიყენება იმ ცხოველებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების მიმართ.
- არ გამოიყენება ბოცვრებში, ზაზუნებში, მექვიშიებში, ზღვის გოჭებში.
- არ გამოიყენება ახალდაბადებულ ცხოველებში. არ გამოიყენება თირკმლის დისფუნქციის შემთხვევაში.
- არ გამოიყენება პენიცილინაზას წარმომქმნელი ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების შემთხვევაში.
ლოდინის პერიოდი:
ხორცი და სუბპროდუქტები: 21 დღე.
რძე: 3 დღე.
პრეპრატი არაა ნებადართული ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი რძის მომცემ ცხვრებში და თხებში გამოყენებისთვის.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას
შეინახეთ მშრალ ადგილას. დაიცავით სინათლისგან.
შეინახეთ მხედველობის არედან და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: გახსნის შემდეგ გამოიყენეთ 28 დღის განმავლობაში.





