Pharmacological groups:
Species:
Manufacturer:
Form of the drug:
Detailed description
ავივაკ-НБ+ГП-Н9
ნიუკასლის დაავადებისა და А ტიპის Н9 ქვეტიპის ქათმის გრიპის საწინააღმდეგო ინაქტივირებული ემულსიური ვაქცინა.
შემადგენლობა: ვაქცინა დამზადებულია ნიუკასლის დაავადებისა („ლა–სოტა“ შტამი) და А ტიპის Н9N2 ქვეტიპის ქათმის გრიპის ვირუსებით ინფიცირებული ქათმის ემბრიონების ექსტრაემბრიონული სითხისგან, რომელიც ინაქტივირებულია ფორმალდეჰიდით, დამატებული აქვს კონსერვანტი – ნატრიუმის თიომერსალი და ზეთოვანი ადიუვანტი, რომლის შემადგენლობაშიც შედის სამედიცინო თეთრი ზეთი და კარბონმჟავების რთული ეთერების საფუძველზე დამზადებული ფარმაკოპეური ემულგატორები.
ფარმაკოლოგიური თვისებები: გარეგნულად ვაქცინა არის თეთრი ფერის ერთგვაროვანი ემულსია. ვაქცინის შენახვისას დასაშვებია მკვრივი თეთრი ფრაქციის დალექვა ემულსიის გაღიავებით ფლაკონის ზედა ნაწილში, წყლოვანი ფაზის გამოყოფის გარეშე. ემულსიის ერთგვაროვნება აღდგება საგულდაგულოდ შენჯღრევით.
28 დღის ინტერვალით ორჯერადი გამოყენებიდან 28 დღეში ვაქცინა იწვევს ფრინველებში ნიუკასლის დაავადებისა და А ტიპის Н9N2 ქვეტიპის ქათმის გრიპის გამომწვევების მიმართ იმუნური პასუხის ფორმირებას, რომელიც ნარჩუნდება არანაკლებ 9 თვის განმავლობაში.
ვაქცინა უსაფრთხოა, სამკურნალო თვისებები არა აქვს.
ჩვენება: ვაქცინა განკუთვნილია ნიუკასლის დაავადებისა და А ტიპის Н9 ქვეტიპის ქათმის გრიპის პროფილაქტიკისთვის გამოზრდის სხვადასხვა მიმართულების მქონე მეფრინველეობის მეურნეობებში, ასევე იძულებითი იმუნიზაციისთვის არაკეთილსაიმედო და საფრთხის ქვეშ მყოფ მეურნეობებში ინფექციის კუპირების მიზნით.
გამოყენების წესი და დოზირება: ვაქცინაციასა და რევაქცინაციას ექვემდებარება ნებისმიერი ასაკისა და სქესის ფრინველი.
ვაქცინა ასეპტიკის წესების დაცვით შეჰყავთ კანქვეშ კისრის შუა მესამედში ან მკერდის დიდი კუნთის არეში. 1-30 დღის ასაკის მოზარდი ქათმებისთვის ასაცრელი დოზის მოცულობა შეადგენს 0,25 სმ3–ს; 30 დღეზე მეტი ასაკის მოზარდი ქათმებისთვის და ზრდასრული ქათმებისთვის – 0,5 სმ3–ს.
აუცილებლობის შემთხვევაში ახდენენ ფრინველის სულადობის რევაქცინაციას კვერცხის დების დაწყებამდე სულ მცირე 30 დღით ადრე, ასევე ატარებენ მომდევნო რევაქცინაციებს მეფრინველეობის მეურნეობაში ეპიზოოტური ვითარების გათვალისწინებით.
გამოყენების წინ ვაქცინიან ფლაკონებს 3-4 საათის განმავლობაში აჩერებენ (18-20)°C ტემპერატურაზე. აკრძალულია ვაქცინის შეთბობა წყლიან აბაზანაზე ან გამათბობელ ხელსაწყოებში. გამოყენების წინ და იმუნიზაციის ჩატარების დროს ვაქცინიან ფლაკონს პერიოდულად ანჯღრევენ ემულსიის ერთგვაროვნების აღსადგენად.
ვაქცინაციისთვის იყენებენ შპრიცებს (ავტომატურს, ნახევრად ავტომატურს) ნემსებით, რომლებსაც ასტერილებენ დუღილით 20 წუთის განმავლობაში. დასაშვებია ერთჯერადი შპრიცების გამოყენება. ინიექციის ადგილს დეზინფექციას უტარებენ ეთილის სპირტის 70%-იანი ხსნარით ან სხვა სადეზინფექციო საშუალებით.
ფრინველების ვაქცინაციიდან და რევაქცინაციიდან 28 დღის შემდეგ აკონტროლებენ იმუნიტეტის დაძაბულობას, რისთვისაც საფრინველის ან დასახლებული პუნქტის ფრინველების სისხლის შრატის არანაკლებ 25 სინჯს იკვლევენ ჰემაგლუტინაციის დამუხრუჭების რეაქციით (РТГА). ითვლება, რომ იმუნიზაცია წარმატებულია, თუ აცრილი ფრინველების 80%-სა და მეტს ნიუკასლის დაავადებისა და Н9 ქვეტიპის ქათმის გრიპის ვირუსების საწინააღმდეგო ანტისხეულების ტიტრი არა აქვს 4,0 log2(1:16)-ზე ნაკლები.
თუ იმუნიტეტის დაძაბულობა 80%-ზე ნაკლებია, ფრინველებს დაუყოვნებლივ უტარებენ რევაქცინაციას, თუ ამ დროისთვის გათვალისწინებული არ არის გეგმური რევაქცინაცია.
ვაქცინის პირველი შეყვანის დროს ან მოხსნისას მისი მოქმედების თავისებურებები არ აღინიშნება.
უნდა მოერიდოთ ვაქცინის გამოყენების სქემის (ვადების) დარღვევას, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ნიუკასლის დაავადებისა და ქათმის გრიპის იმუნოპროფილაქტიკის ეფექტიანობის დაქვეითება.
გვერდითი მოვლენები: ვაქცინის წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად მოხმარებისას გვერდითი მოვლენები და გართულებები არ აღინიშნება. ვაქცინა არ იწვევს კლინიკურად გამოხატულ პოსტვაქცინალურ რეაქციას. ზოგიერთ შემთხვევაში ინიექციის ადგილზე შესაძლებელია წარმოიქმნას მსუბუქი შეშუპება, რომელიც 2-3 კვირაში ქრება.
უკუჩვენება: აკრძალულია კლინიკურად ავადმყოფი ან/და დასუსტებული ფრინველების ვაქცინაცია.
არ არის რეკომენდებული ვაქცინის შეყვანა ფრინველებისთვის კვერცხის დების დაწყებამდე 30 დღის განმავლობაში.
ლოდინის პერიოდი: სახორცედ ფრინველის დაკვლა ნებადართულია ვაქცინის შეყვანიდან 28 დღის შემდეგ. ამ ვადაზე ადრე ფრინველის დაკვლისას ტანხორცი საგულდაგულოდ უნდა შემოწმდეს და ვაქცინის შეყვანის ადგილზე ანთების ნიშნების ან შეუთვისებელი ადიუვანტის აღმოჩენის შემთხვევაში ხდება ნაკლავის წუნდება და უტილიზაცია.
საკვები და საინკუბაციო კვერცხის რეალიზაცია და გამოყენება წარმოებს შეზღუდვების გარეშე.
შენახვის პირობები: ვაქცინას ინახავენ და მის ტრანსპორტირებას აწარმოებენ 2°C-დან 8°C-მდე ტემპერატურის პირობებში. დაუშვებელია ვაქცინის გაყინვა.
ვაქცინა უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილებში.
ვარგისიანობის ვადა: ვაქცინის ვარგისობის ვადა შენახვისა და ტრანსპორტირების პირობების დაცვის შემთხვევაში შეადგენს 18 თვეს გამოშვების თარიღიდან.
ვაქცინა გამოყენებული უნდა იქნეს ფლაკონის გახსნიდან 2 საათის განმავლობაში.
შეფუთვა: ვაქცინა დაფასოებულია 500 სმ3 (1000 კომერციული დოზა) შესაბამისი ტევადობების პოლიმერულ ფლაკონებში. ფლაკონები ჰერმეტულად არის დაცობილი რეზინის საცობებით და დახურულია ალუმინის ჩაჩებით. ერთი კომერციული დოზა შეადგენს 0,5 სმ3–ს.





