Pharmacological groups:
Species:
Manufacturer:
Form of the drug:
Detailed description
აედექსი
კოღოების საწინააღმდეგო ლარვიციდი შუშხუნა ტაბლეტებში
აღწერილობა:
თეთრი ფერის ტაბლეტები სუნის გარეშე
შემადგენლობა: 100 გ-ში:
S-მეტოპრენი (CAS No. 65733-16-6) – 0,5 გ
დენატონიუმის ბენზოატი (CAS No. 3734-33-6) – 0,001 გ
გამოყენება:
•ეფექტიანია ნებისმიერი სახეობის კოღოს წინააღმდეგ
•ავლენს მოქმედებას კონტაქტის შემთხვევაში და გამორიცხავს მატლის გადაქცევას მოზრდილ სახეობად
ტაბლეტების სპეციფიკური შემადგენლობის გამო აედექსის გამოყენება უსაფრთხო და მარტივია. კოღოების, შავი ბუზებისა და ქირონომიდების წინააღმდეგ გამოყენებისას საკმარისია ტაბლეტების განთავსება მატლების დაბუდების ადგილებში, დამდგარ წყლებში: საკანალიზაციო არხებში, შადრევნებში, ბიოლოგიურ ორმოებში, ორმოებში, ჭებში, დასაწმენდ ავზებში, მცირე წყალსაცავებში, თხრილებში, ტბორებსა და, ზოგადად, ადგილებში, სადაც გროვდება წყალი.
გამოყენების წესი და დოზები:
რეკომენდებულია, კატეგორიზაციის მიხედვით, შემდეგი დოზები:
•სუფთა წყლებისთვის – ერთი 2 გ-იანი ტაბლეტი ყოველ 1000/2000 ლ-ზე / ერთი 0.5 გ-იანი ტაბლეტი ყოველ 250/500 ლ-ზე
•წყლისთვის, ორგანული მასალით ძლიერი დაბინძურებისას – ერთი 2 გ-იანი ტაბლეტი ყოველ 500/1000 ლ-ზე / ერთი 0.5 გ-იანი ტაბლეტი ყოველ 125/250 ლ-ზე
•გარემოსთვის, ძლიერი ორგანული დაბინძურებით, როგორიცაა საკანალიზაციო არხები: ერთი 2 გ-იანი ტაბლეტი 40 ლ-ზე / ერთი 0.5 გ-იანი ტაბლეტი 10 ლ-ზე
მატლების შესაძლო დაბუდების ადგილები უნდა დამუშავდეს რეგულარულად – მარტიდან ოქტომბრამდე. დამუშავება უნდა გამეორდეს 2-4 კვირაში ერთხელ, ტემპერატურისა და წყლის მაჩვენებლების მიხედვით, ასევე – ხანგრძლივი წვიმების შემთხვევაში.
გაფრთხილება :
•შეინახეთ შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილზე
• დამუშავების პროცესში არ დააბინძუროთ საკვები პროდუქტები და სასმელები, ასევე – მათ შესანახად განკუთვნილი კონტეინერები
• გამოყენების შემდეგ ან დაბინძურების შემთხვევაში კარგად გარეცხეთ საპნითა და წყლით
• არ გამოიყენოთ მცენარეებსა და ცხოველებზე
• არ გამოიყენოთ სოფლის მეურნეობაში
შეფუთვა: 20 გრ





