Pharmacological groups:
Species:
Manufacturer:
Form of the drug:
Detailed description
მწარმოებელი: შპს „სამეცნიერო ტექნოლოგიური ცენტრი „ბიოინვესტი“, რუსეთი
წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი.
პრეპარატი წარმოადგენს უფერულ გამჭვირვალე ან ოდნავ ოპალესცირებულ სითხეს.
შემადგენლობა: დოგფერონის 1 მლ მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს ძაღლის ინტერფერონს 1 000 000 საერთაშორისო ერთეული, ვირუსის საწინააღმდეგო მოქმედებით.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი; ნატრიუმის ჰიდროფოსფატი დიჰიდრატი; კალიუმის დიჰიდროფოსფატი; დექსტრანი 40; ტვინი 20; ЭДТА; ბენზოლის სპირტი – 0.9% და საინიექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ფარმაკოთერაპევტიული ჯგუფი: იმუნომოდულატორები.
მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ინფიცირებულ უჯრედებში დნმ-სა და რნმ-ს შემცველი ვირუსების რეპროდუქციის ჩახშობაში, ორგანიზმის ჯანმრთელი უჯრედების ვირუსებით დაავადებისადმი წინააღმდეგობის ამაღლებაში, მაკროფაგების ფაგოციტური აქტივობის გაძლიერებაში და ლიმფოციტების სპეციფიური ციტოტოქსიურობის ამაღლებაში.
სამკურნალო პრეპარატ დოგფერონს აქვს ვირუსების საწინააღმდეგო და იმუნიტეტის მასტიმულირებელი მოქმედება.
მოხმარების წესი: დოგფერონის საინექციო ხსნარის მოხმარება ხდება სამკურნალო და პროფილაქტიური მიზნებით კუჭ-ნაწლავის, მწვავე რესპირატორული და სხვა ვირუსული ან შერეული ეტიოლოგიის დაავადებების მქონე ძაღლებში.
სამკურნალო პრეპარატი დოგფერონი საინექციო ხსნარი შეიყვანება კუნთში თერაპევტიულ დოზაში 1 000 000 საერთაშორისო ერთეული 10 კგ სხეულის მასაზე, რაც შეესაბამება 1.0 მლ, 1 ჯერ დღეში. ლეკვებსა და 10 კგ-ზე ნაკლები წონის ძაღლებში პრეპარატი გამოიყენება 1 მლ დოზით. გამოყენების კურსი შეადგენს 5-7 დღეს. მკურნალობის დაწყება სასურველია ინფექციური დაავადების პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე. მძიმე მდგომარეობის შემთხვევაში დასაშვებია დოზირების გაორმაგება.
გვერდითი მოვლენები: სამკურნალო პრეპარატი დოგფერონი საინექციო ხსნარის მოხმარებისას გვერდითი მოვლენები და გართულებები წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად არ აღინიშნება. მაღალი ინდივიდუალური მგრძნობელობისა და ალერგიული რეაქციის შემთხვევაში, სამკურნალო პრეპარატის მოხმარება უნდა შეწყდეს და ცხოველს დაენიშნოს ანტიგისტამინური პრეპარატები და სიმპტომატიური თერაპიის საშუალებები.
უკუჩვენება: სამკურნალო პრეპარატი დოგფერონის საინექციო ხსნარის მოხმარების უკუჩვენებაა ცხოველის ინდივიდუალური მაღალი მგრძნობელობა ინტერფერონების მიმართ, ასევე მძიმე ალერგიული და აუტოიმუნური დაავადებები. არ არის რეკომენდირებული სამკურნალო პრეპარატი დოგფერონის საინიექციო ხსნარის გამოყენება ცხოველთა ვაქცინაციის შემდეგ 10 დღის განმავლობაში.
შენახვის პირობები: სამკურნალო პრეპარატის შენახვა უნდა მოხდეს მწარმოებლის დახურულ შეფუთვაში, პირდაპირი მზის სხივებისგან დაცულ ადგილას, 2-8oC-ის პირობებში.
ვარგისიანობის ვადა: სამკურნალო პრეპარატის დახურულ შეფუთვაში შესახვის პირობების დაცვის შემთხვევაში – წარმოების თარიღიდან 2 წელი, ხოლო ფლაკონის გახსნის შემდეგ 2-დან 8-მდე oC-ის პირობებში შენახვის შემთხვევაში- არაუმეტეს 5 დღე .
დაფასოება: 3 მლ, 5 მლ, ან 10მლ შუშის სტერილიზებულ ფლაკონებში.