Pharmacological groups:
Species:
Manufacturer:
Form of the drug:
Detailed description
ფუტკრის ვაროატოზის სამკურნალო-პროფილაკტიკური საშუალება.
გამოშვების ფორმა: ყვითელი ფერის სითხე სპეციფიური სუნით, მომქმედი
ნივთიერების სახით შეიცავს ამიტრაზს და თიმოლს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ახასიათებს მკვეთრად გამოხატული
აკარიციდული მოქმედება ტკიპა Vარროა ჯაცობსონი-ს მიმართ.
დოზები და გამოყენების წესი: ადრე გაზაფხულზე და გვიან შემოდგომაზე.
ხმარების წინ 1მლ პრეპარატი იხსნება 2 ლ თბილ წყალში (35-400ჩ)
ერთგვაროვანი ემულსიის მიღებამდე. მიღებულ ემულსიას შპრიცით ასხურებენ
სკაში ფუტკარს, 10 მლ ერთ ჩარჩოზე. დამუშავება ტარდება ორჯერადად
7 დღის ინტერვალით. ფუტკრის ოჯახების დამუშავება უნდა
შეწყდეს მთავარი ღალიანობამდე -ორი კვირით ადრე.
მიზანშეწონილია ორჯერ დამუშავება:
• პირველი დამუშავება მთავარი ღალიანობის დამთავრების და
თაფლის გამოწურვის შემდეგ;
• მეორე დამუშავება-ოჯახების გამოზამთრებამდე უბარტყო პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები: არ შეიძლება 4-5 ჩარჩოზე ნაკლებ ფუტკრის
ოჯახების დამუშავება.
დამუშავებული ოჯახებიდან მიღებული თაფლი გამოიყენება შეუზღუდავად.
დაფასოვება: შუშის ფლაკონები 1მლ-20 დოზა; შუშის ამპულები 0,5 მლ-10 დოზა.
შენახვის პირობები: 0+250ჩ
შენახვის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი: „აგრობიოპრომი“, რუსეთი.





