Фармакологическая группа:
Разновидность:
Производитель:
Форма препарата:
Подробное описание
მწარმოებელი: „O.L. KAR. აგრო-ზოოვეტსერვისი“, უკრაინა
აღწერა: გამჭვირვალე, უფერო, მექანიკური მინარევების გარეშე წყლიანი ხსნარი მსუბუქი სპეციფიკური სუნით.
შემადგენლობა: 1 მლ პრეპარატი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას: ლევამიზოლის ჰიდროქლორიდს -100მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლევამიზოლი ეფექტურია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრებისა და თხების კუჭ-ნაწლავური ნემატოდების მატლებისა და სქესობრივად მოწიფული ფორმების (Haemonchus spp., Ostertagia spp., Cooperia spp., Trichostrongylus spp., Nematodirus spp., Bunostomum spp., Oesophagostomum spp.), ფილტვის ნემატოდების (Dictyocaulus spp.), ღორების ფილტვის და კუჭ-ნაწლავის ნემატოდების (Ascaris suum, Strongyloides ransomi, Metastrongylus spp., Oesophagostomum spp.), წინააღმდეგ.
გამოყენება
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრების, თხების, ღორების მკურნალობა ისეთო დაავადებების დროს, რომლებიც გამოწვეულია:
მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, ცხვრებსა და თხებში: კუჭ-ნაწლავის ნემატოდებით (მოწიფული და მატლის ფორმები): Haemonchus spp., Ostertagia spp., Cooperia spp., Trichostrongylus spp., Nematodirus spp., Bunostomum spp., Oesophagostomum spp.; და ფილტვის ნემატოდები: Dictyocaulus spp.;
ღორებში: კუჭ-ნაწლავის ნემატოდებით: Ascaris suum, Strongyloides ransomi, Metastrongylus spp., Oesophagostomum spp.; ფილტვის ნემატოდებით: Metastrongylus spp.,
დოზირება: პრეპარატი შეჰყავთ კანქვეშ ან კუნთში, ერთჯერადად დოზით:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი – 0,75 მლ სხეულის მასის 10 კგ-ზე. მაქსიმალური დოზა – 22,5 მლ 300 კგ-ზე მეტი წონის ცხოველზე.
ცხვრები, თხები — 0,75 მლ სხეულის მასის 10 კგ-ზე. მაქსიმალური დოზა – 4,5 მლ 65 კგ-ზე მეტი წონის ცხოველზე.
ღორები¬ — 0,75 მლ მლ სხეულის მასის 10 კგ-ზე. 150 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ცხოველებში რეკომენდებული დოზა შეადგენს 3,5მლ ყოველ 50 კგ-ზე.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზებს.
დაყოვნების პერიოდი: ცხოველების სახორცედ დაკვლა ნებადართულია პრეპარატის ბოლო შეყვანიდან 7 დღის შემდეგ. საკვებში რძის გამოყენება შეიძლება 10 დღის შემდეგ.
გამოშვების ფორმა
10, 50, 100მლ შუშის ფლაკონები, დახურული ალუმინით შემოკრული რეზინის საცობით.
შენახვა:
ინახება მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, 5◦C-25◦C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა — 3 წელი დამზადების დღიდან.