Фармакологическая группа:
Разновидность:
Производитель:
Форма препарата:
Подробное описание
შემადგენლობა: ძირითადი მოქმედი ნივთიერება – დიფენაცინი – 30 გ (0,5%); საკვები (მარცვლეული ან მათი ღერღილი, კომბინირებული საკვები, ქატო და სხვა) – 930–960 გ. მცენარეული ზეთი – 10–40 გ.
გამოიყენება:
ნაცრისფერი (რუხი) ვირთაგვების
შავი ვირთხების
ბინის თაგვების გასაჟლეტი მისატყუარის მოსამზადებლად.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
მიეკუთვნება ზომიერად საშიშ მე3 კლასის პრეპარატებს
ხასიათდება გამოხატული კუმულაციური მოქმედებით
იწვევს სისხლის შედედების დარღვევას და არ ახასიათებს მეტაგენური მოქმედება.
მოწამლული მისატყუარის მომზადება:
მოწამლული მისატყუარი მზადდება 1 კგ საკვებზე 30 გ როტენდანტის დამატებით
საკვებ მასაში ჯერ ერევა (კოვზით) ზეთი (10–40 გ) და შემდეგ როტენდანტი
ნარევიდან შეიძლება მომზადდეს პაკეტები (ქაღალდში გახვეული).
მომზადებული მისატყუარის განლაგების ადგილი:
მისატყუარს ათავსებენ მღრღნელების ბინადრობის და მათი არსებობის ნიშნების გამოვლენის ადგილებში (სოროები, დაღრღნილი საგნები, ცურცლი);
მისატყუარის განლაგების წესი:
მისატყუარს ათავსებენ რაიმე ჭურჭელში ან სადებზე (ქაღალდი, მუყაო და სხვ.)
მისატყუარის მომზადება და განლაგება უნდა მოხდეს ერთჯერადი ხელთათმანებით ან პაკეტებით
ყოველი პროცედურის შემდეგ ხელი უნდა დავიბანოთ საპნით
პრეპარატით დახოცილი ვირთაგვები და თაგვები არ უნდა ვაჭამოთ შინაურ ცხოველებს (ძაღლები, კატები).
განსაკუთრებული მითითებები: მისატყუარის გამოყენებისას დაცული უნდა იქნეს განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები; უნებური მოწამვლის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
შენახვის პირობები: ინახება შხამებისათვის სპეციალურად განკუთვნილ, კარგად ვენტილირებულ შენობაში, იზოლირებულ ადგილას, 5-300C-ზე.
შენახვის ვადა: 3 წელი.
შეფუთვის ფორმა: 10–20 კგ ტომრებში; 0,5 კგიან პაკეტებში, 1,8 კგიან ვედროებში.





