ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

უნიტაბსი სტერილური კატა

პასტა მეტაბოლიზმის პროცესების ნორმალიზებისთვის კასტრირებულ მამალ და სტერილურ დედალ კატებში

შემადგენლობა: ქერის ალაოს ექსტრაქტი-40%, სიმინდის ზეთი რაფინირებული-36%, მინერალური პრემიქსი-5%, სოიოს ცილა-4%, ვიტამინური პრემიქსი-3%, ხორბლის ქატო-2%, მშრალი რძე-2%,  DL მეთიონინი-2%, ტაურინი-1%, L კარნიტინი-1%, კალიუმის სორბატი-0,4%, შანდრა სურნელოვანი-0,4%, კოენზიმ Q10-0,0,05%, წყალი 100%-მდე.

არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს.

ძირითადი მომქმედი ნივთიერებების სახით 1 გრამი დანამატი შეიცავს:

ვიტამინი რაოდენობა მაკრო-მიკრო ელემენტები რაოდენობა
A (რეტინოლ აცეტატი) 21,12სე(7მკგ) Ca-კალციუმი 1,0მგ
B1 (თიამინი) 32,2მკგ P-ფოსფორი 1,80მგ
B2 (რიბოფლავინი) 47,0მკგ Mg -მაგნიუმი 0,50მგ
B6 (პირიდოკსინი) 24,0მკგ Cu-სპილენძი 0,04მგ
B9  (ფოლის მჟავა) 8,3მკგ Zn-თუთია 0,61მგ
B5 (პანტოტენის მჟავა) 64,0მკგ Mn-მანგანუმი 0,04მგ

გარეგნულად არის გაუმჭვირვალე სქელი პასტა მოყვითალო-ყავისფერი, ჩანართებით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:  დანამატის  შემადგენლობა და მინერალების და ვიტამინების თანაფარდობა უზრუნველყოფს ორგანიზმში მეტაბოლიზმის ნორმალიზებას და გაუმჯობესებას, თავიდან აცილებს შარდსასქესო სისტემაზე დატვირთვას და შარდის ქვების (სტრუვიტები) წარმოქმნას.

DL მეთიონინი ამჟავებს შარდს რაც თავიდან აცილებს შარდის ქვების (სტრუვიტები) წარმოქმნას.

ტაურინი წარმოადგენსწარმოადგენს შეუცვლად ამინომჟავას, რომელიც დადებითად  მოქმედებს გულზე, მხედველობაზე და ბეწვის ხარისხზე.

L კარნიტინი  ამინომჟავა, რომელიც ააქტივებს ცხიმოვან ცვლას, რაც განაპირობებს გასუქების პროფილაქტიკას  კასტრირებულ ცხოველებში.

კოენზიმ Q10-კატალიზატორი, რომელიც მოქმედებს რა ფერმენტებთან შეთანხმებით აჩქარებს მეტაბოლიზმის პროცესებს, მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი,, ანეიტრალებს ორგანიზმისთვის საშიშ თავისუფალ რადიკალებს და ამით ანელებს დაბერების პროცესს, აძლიერებს იმუნიტეტს, იცავს კბილების და ღრძილების ჯანმრთელობას.

ჩვენება: უნიტაბსი სტერილური კატა გამოიყენება  მეტაბოლიზმის პროცესების ნორმალიზებისთვის კასტრირებულ მამალ და სტერილურ დედალ კატებში 8 თვის ასაკიდან.

მიღების წესი:  დანამატს აძლევენ კატას  საკვებთან ერთად, ან სუფთა სახით უშუალოდ ტუბიდან,  ყოველდღე  1გრ  1კგ სხეულის წონაზე, რაც შეესაბამება 2-2,5სმ პასტას, ეს დოზა უნდა განაწილდეს დღის განმავლობაში, პასტა უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.

მიღების კურსი არ არის შეზღუდული.

გვერდითი მოვლენები: ინსტრუქციის თანახმად გამოყენების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.

უკუჩვენება:  უნიტაბსი სტერილური კატა-ს  გამოყენება არ შეიძლება  პრეპარატებთან ან საკვედანამატებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ შარდის დამამჟავებლებს, ასევე არ შეიძლება გამოყენება მაკე და მეძუძურ კატებში.

შენახვის პირობები: ინახება დახურულ მდგომარეობაში, მზის სხივებისგან დაცულ ადგილას,  0°C- 25°C ტემპერატურაზე. ტუბის გახსნის შემდეგ ინახება მაცივარში +2°C+ 8°C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:  3 წელი წარმოებიდან.

შეფუთვა: საკვებდანამატს უშვებენ 30, 75, 120გრ პოლიეთილენის ლამინატის ტუბების სახით.