ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

უნიტაბს პრებიოტიკი

ძაღლების და კატების საჭმლის მონელების პროცესის ოპტიმიზაციისთვის

შემადგენლობა: მშრალი გაუცხიმოვნებელი რძე -39,5-48,3%, ხორბლის ქატო-18,0-22,0%, ინულინი-17,0-19,0%, კალციუმის დიჰიდროფოსფატი-9,0-11,0%, ჟელატინი-2,7-3,3%, პეკტინი-2-3%, ლაქტოზა-0,9-1,1%, აეროსილი A -0,9-1,1%, კალციუმის სტეარატი-0,45-0,55%, კოენზიმ Q10-0,09-0,11%, საღებავი „ყავისფერი შოკოლადი“-0,0014-0,0017%.

არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს.

გარეგნულად არის ცილინდრული  ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი სუსტი კრემისფერი ტაბლეტები  ჩანართებით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:  უნიტაბსი პრებიოტიკის ბიოლოგიური თვისებები განპირობებულია მის შემადგენლობაში  შემავალი  ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, რომლებიც ნაწლავებში ქმნიან ნორმალური მიკროფლორის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს, რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელების ოპტიმიზაციას, საკვების ათვისების და გადამუშავების გაუმჯობესებას, ასევე ცხოველის იმუნიტეტის ამაღლებას.

ინულინი ასტიმულირებს ბიფიდო და ლაკტობაქტერიების ზრდას და მეტაბოლურ აქტივობას, რითიც ხელს უწყობა მათ ნორმალურ პოპულაციას ძაღლებში და კატებში.

ხორბლის ქატო არის ბოჭკოს წყარო, რომელიც პექტინთან კომბინაციაში მსუბუქად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, აუმჯობესებს პერისტალტიკას და ათავისუფლებს ნაწლავებს  სხვადასხვა ტოქსინებისგან.

მშრალი გაუცხიმოვნებელი რძე წარმოადგენს A და B ჯგუფის ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების, შეუცვლადი ამინომჟავების წყაროს, რომლებიც აუცილებელია  ორგანიზმის ნორმალური ცხოველმყოფელობისთვის.

კოენზიმ Q10 არისმეტაბოლიზმის პროცესების კატალიზატორი, ანტიოქსიდანტი,

აძლიერებს იმუნიტეტს, იცავს კბილების და ღრძილების ჯანმრთელობას.

ჩვენება: უნიტაბსი  პრებიოტიკი გამოიყენება ძაღლების და კატების საჭმლის მონელების პროცესის ოპტიმიზაციისთვის

მიღების წესი:  დანამატს აძლევენ ძაღლს და კატას  საკვებთან ერთად  3 კვირის ასაკიდან. დანამატს წინასწარ აქუცმაცებენ, ურევენ საკვებში ან აძლევენ პერორალურად ხელიდან, ყოველდღე დღეში ერთხელ:

-პატარა ჯიშის ძაღლებს და  კატებს (წონით 5კგ-მდე)1 ტაბლეტი.

-ძაღლებს და  კატებს (წონით 5კგ-დან ზევით)1 ტაბლეტი ყოველ 5კგ სხეულის წონაზე. მიღების კურსი არ არის შეზღუდული.

გვერდითი მოვლენები: ინსტრუქციის თანახმად გამოყენების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.

უკუჩვენება:  უნიტაბსი ბიოტინპლუსის გამოყენება არ შეიძლება  პრეპარატებთან ან საკვედანამატებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ ინულინს და პექტინს.

შენახვის პირობები: ინახება დახურულ მდგომარეობაში, მზის სხივებისგან დაცულ ადგილას,  0°C- 25°C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:  24 თვე წარმოებიდან.

შეფუთვა: საკვებდანამატს უშვებენ 0,75გრ ტაბლეტების სახით, დაფასოებულს პოლიმერულ ქილებში-100ტაბლეტი.