ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
შემადგენლობა: პრეპარატის 100 მლ შეიცავს მოქმედ ნივთიერებას:
ტოლტრაზურილი 2,5 გ
დამხმარე ნივთიერებები: ტრიეთანოლამინი, პროპილენგლიკოლი (100 მლ–მდე)
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტოლკოკსი 2,5% – ფართო სპექტრის მოქმედების მქონე კოქციდიოზის საწინააღმდეგო პრეპარატი.
ტოლტრაზურილი, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში, წარმოადგენს ტრიაზინტრონის წარმოებულს, გააჩნია ეიმერიციდული მოქმედების ფართო სპექტრი. არღვევს ეიმერიების განვითარების უჯრედშიდა სტადიებს, ბირთვების დაყოფის პროცესს და ამცირებს მიტოქონდრიების აქტივობას , რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რესპირატორულ მეტაბოლიზმზე.
ტოლტრაზურილი დამღუპველად მოქმედებს ფრინველების ეიმერიებზე მისი უჯრედშიდა განვითარების ყველა სტადიაზე (მეროგონიუმი და გამოგონიუმი): Eimeria acervulina, E. brunetti, E. necatrix, E. mitis, E. adenoides, E. meleagrimitis, E. anseris, E. Truncata, E. tenella, E. nisens, E. anatis, E. danailovi.
გამოყენება:
შინაური ფრინველის ეიმერიოზების მკურნალობა (წიწილები–ბროილერები, სარემონტო ახალგაზრდა ქათმები, ინდაურები, იხვები და ბატები), რომლებიც გამოწვეულია ეიმერიებით:
– ქათმები (წიწილები–ბროილერები, სარემონტო ახალგაზრდა ქათმები,): E. acervulina, E. brunetti, E. tenella, E. maximam E. necatrix,E. mitis;
– ინდაურები: E. adenoides, E. melagrimitis;
– იხვები და ბატები: E. anseris, E. nosens. E. anatis, E. danailovi, E. truncata.
დოზირება და გამოყენების წესი:
ტოლკოქსი 2,5% გამოიყენება პერორალურად სასმელ წყალთან ერთად შემდეგი დოზებით (ტოლტრაზურილის დოზა შეადგენს 7 მგ/კგ ფრინველის სხეულის მასაზე დღე–ღამეში);
– 1 მლ 1 ლ სასმელი წყალი დასარწყულებლად 2 დღე–ღამის განმავლობაში (48 საათი);
– 3 მლ 1 ლ სასმელი წყალი დასარწყულებლად 8 საათის განმავლობაში.
პრეპარატიანი ხსნარი გამოიყენება როგორც სასმელი წყლის ერთადერთი წყარო.
საჭიროების შემთხვევაში ფრინველის მკურნალობის კურსს იმეორებენ 5 დღე–ღამის შემდეგ.
შენახვა:მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე ტემპერატურაზე 50C–დან 250C.
ვარგისიანობის ვადა – 2 წელი დამზადების თარიღიდან. ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი ვარგისია 12 კვირის განმავლობაში.
გამოშვების ფორმა:
შუშის ამპულები 1 მლ.

