დეტალური აღწერა
შემადგენლობა: ერთი აბი (0,3 გ) შეიცავს მოქმედ ნივთიერება მეგესტროლის აცეტატს – 5 მგ;
დამხმარე ნივთიერებებს: შაქრის პუდრი, კალციუმის კარბონატი, კარბოქსიმეთილცელულოზის ნატრიუმის მარილი, პოლივინილპიროლიდონი, არომატიზატორი, მაგნიუმიოს სტეარატი, სუკრამი.
ჩვენება: პრეპარატი გამოიყენება:
- ძაღლების,
- კატების
- ახურების თავიდან ასაცილებლად
- მაკეობის შესაჩერებლად
- მამრებში სქესობრივი ლტოლვის შესაჩერებლად.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
- პრეპარატში შემავალი კომპონენტები მოქმედებენ გონადოტროპულ ჰორმონებზე და ბლოკავენ ფოლიკულების მომწიფებას საკვერცხეში. შედეგად წყდება დენა და სქესობრივი ლტოლვა მამრების მიმართ. მამრებში პრეპარატი აქვეითებს სქესობრივ აქტივობას და ცვლის მათ ქცევას.
გამოყენების წესი და დოზები:
- პრეპარატი ცხოველებს ეძლევა საკვებთან ერთად ან იძულებით ენის ძირზე დადებით.
ძუ კატებს:
- ახურების ასარიდებლად – 1 აბი 10–14 დღეღამის განმავლობაში. პრეპარატის შეწყვეტიდან დენა (ახურება) მეორდება 14 დღის შემდეგ
- ახურების შესაჩერებლად – 1 აბი ყოველდღიურად 3–5 დღის განმავლობაში
- როგორც კონტრაცეპტივი – 3 აბი დღეღამეში, შეწყვილების შემდეგ.
ძუ ძაღლებს:
- ახურების ასარიდებლად – 1 აბი ყოველ 10 კგ მასაზე დღეში ერთხელ 14 დღის განმავლობაში
- ახურების შესაჩერებლად – 1 აბი ყოველ 10 კგ მასაზე 7 დღის განმავლობაში
- როგორც კონტრაცეპტივი – შეწყვილების შემდეგ, 2 აბი ყოველ 5 კგ მასაზე ყოველდღე, 2 დღის განმავლობაში.
ხვად კატებს: სქესობრივი აღგზნების დასაოკებლად – 1 აბი ყოველდღე, 3–5 დღის განმავლობაში
ხვად ძაღლებს: სქესობრივი აღგზნების დასაოკებლად – 1 აბი 10 კგ მასაზე ყოველდღე, 5 დღის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები: ხანგრძლივი გამოყენებისას შესამჩნევია ხასიათის შეცვლა, მადის მომატება, წონაში მომატება და სხვა.
უკუჩვენებები: პრეპარატი არ გამოიყენება: შარდსასქესო სისტემის დაავადებების და სიმსივნეების დროს; მაკე და ლეკვების მკვებავ ცხოველებში; სქესობრივად მოუმწიფებელ ცხოველებში; ახალგაზრდა ცხოველებში პირველი ახურების დროს; არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება მაშინაც, როდესაც ახურების დაწყებიდან გავიდა 3 დღეზე მეტი.
შენახვის პირობები: ინახება ბნელ, მშრალ და იზოლირებულ ადგილას, 5–250Cზე.
შენახვის ვადა: 3 წელი.
შეფუთვის ფორმა: 10 აბიანი ბლისტერები.

