სახეობები:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

შემადგენლობა: ძირითადი მოქმედი ნივთიერება – ბროდიფაკუმი 0,25%; ბიტრექსი (სიმწარე); წითელი ან ყვითელი საღებავი პრეპარატში ბიტრექსის (სიმწარის) არსებობა იცავს შინაურ ცხოველებს და ადამიანს მოწამვლისაგან.

გამოიყენება: 

 ნაცრისფერი (რუხი) ვირთაგვების

 ბინის თაგვების

გასაჟლეტი მისატყუარის მოსამზადებლად.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ბროდიფაკუმის ფუძეზე დამზადებულ მისატყუარს გააჩნია მაღალი ბიოლოგიური აქტივობა რუხი ვირთაგვების და ბინის თაგვების მიმართ.

მოწამლული მისატყუარის მომზადება:

 მისატყუარის მოსამზადებლად კონცენტრატს (მოქმედი ნივთიერებას ბროდიფაკუმის საბოლოო კონცენტრაციის 0,005%­ის მისაღებად) ურევენ ნებისმიერ ხარისხიან საკვებს (ნებისმიერი მარცვალი ან მათი ღერღილი)

 მოქმედი ნივთიერების აღნიშნული კონცენტრაცია მიიღწევა 20 მლ კონცენტრატის 1 კგ საკვებში შერევით

 მღრღნელების მოსაზიდად ნარევს უმატებენ სხვადასხვა ნივთიერებებს, ძირითადად, მზესუმზირის ზეთს.

მზა მისატყუარი ლაგდება:

 მღრღნელების ბინადრობის და მათი არსებობის ნიშნების გამოვლენის (სოროები, დაღრღნილი საგნები, ცურცლი) ადგილებში

მისატყუარის განლაგების წესი:

 მზა მისატყუარს ყრიან მცირე ზომის ჭურჭელში ან სადებზე (ქაღალდის ფურცლები, მუყაო, ქაღალდის ან პლასტიკური თეფშები და სხვ.)

 მისატყუარის მომზადება და განლაგება უნდა მოხდეს სუფთა ჭურჭელში ერთჯერადი ხელთათმანებით ან პაკეტებით

 ყოველი პროცედურის შემდეგ ხელები უნდა დავიბანოთ საპნით

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ქარხნულ შეფუთვაში, დაცულ, მშრალ, გრილ და იზოლირებულ ადგილას (სპეციალურ კარადაში საკეტით ან სეიფში); არ შეიძლება პრეპარატის სხვა საშუალებებთან და საკვებთან ერთად შენახვა.

შენახვის ვადა: 3 წელი.

შეფუთვის ფორმა: კონცენტრატი ჩამოსხმულია 1, 3, 5 და 10 ლ ბოთლებში.