ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
პენსტრეპ 20/25
საინექციო სუსპენზია
შემადგენლობა (ყოველი 1 მლ-ის შემთხვევაში):
პროკაინის პენიცილინი G – 200 მგ,
დიჰიდროსტრეპტომიცინის სულფატი – 250 მგ.
სამიზნე სახეობები:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენი, ღორი, ხბო, ცხვარი და თხა.
ჩვენება:
- პენიცილინის ან დიჰიდროსტრეპტომიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციები, როგორებიცაა სასუნთქი გზების, საშვილოსნოსა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ინფექციები
- მეტრიტი
- მასტიტი
- ოსტეომიელიტი
- პერიტონიტი
- სეპტიცემია
- ცისტიტი
- სეპტიური
- ართრიტი
- მეორადი ბაქტერიული ინფექციები.
დოზირება და მიღების წესი:
პრეპარატი გათვალისწინებულია ინტრამუსკულური გამოყენებისთვის.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
ზოგადი დოზა:
1 მლ – ყოველ 25 კგ სხეულის წონაზე დღეში, 3-4 დღის განმავლობაში.
მძიმე შემთხვევებში აღნიშნული დოზა შეიძლება გაორმაგდეს.
არ შეიძლება ერთ საინექციო ადგილზე გაკეთდეს პრეპარატის 20 მლ-ზე მეტი რაოდენობა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ცხენების შემთხვევაში, 10 მლ-ზე მეტი – ღორების შემთხვევაში და 5 მლ-ზე მეტი – ხბოებისა და ცხვრების შემთხვევაში.
გვერდითი მოვლენები:
პენიცილინების მიმართ დაფიქსირდა ალერგიის შემთხვევები, თუმცა ეს შემთხვევები ძალიან იშვიათია.
ხანდახან მეძუძურ და ნასუქ ღორებში პროკაინის პენიცილინი G-ს შემცველი პროდუქტების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გარდამავალი პირექსია, პირღებინება, კანკალი, აპათია და კოორდინაციის დარღვევა.
მაკე ნეზვებსა და ახალგაზრდა დედა ღორებში აღინიშნა ვულვიდან გამონადენი, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს მაკეობის შეწყვეტასთნ.
უკუჩვენებები:
- პრეპარატი არ გამოიყენება პენიცილინების, ამინოგლიკოზიდების და/ან პროკაინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში
- არ გამოიყენება თირკმლის დისფუნქციის, სმენის ან ვესტიბულური ორგანოების დარღვევების მქონე ცხოველებში
- არ გამოიყენება მცირე ზომის ბალახისმჭამელებში, როგორებიცაა კურდღლები, შინშილები და ზღვის გოჭები
- არ არის გათვლისწინებული მაკე ცხოველებში ხანგრძლივი გამოყენებისთვის ნაყოფის მიმართ ტოქსიკურობის რისკის გამო.
ლოდინის პერიოდი:
ხორცი და სუბპროდუქტები – 30 დღე,
რძე – 3 დღე,
პრეპარატის გამოყენება არ არის ნებადართული ადამინის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი ხორცის მომცემი ცხენებისთვის.
შეუთავსებლობა სხვა პრეპარატებთან:
პენსტრეპ 20/25 საინექციო შეუთავსებელია სწრაფი მოქმედების ბაქტერიოსტატულ ანტიმიკრობულ პრეპარატებთან (მაგალითად, ტეტრაციკლინები, ქლორამფენიკოლი, ერითრომიცინი და ლინკომიცინი) და საანესთეზიო საშუალებებთან ან სხვა ნეიროკუნთოვან ბლოკატორებთან (რესპირატორული დეპრესიისა და აპნოეს გამო).
თუ პენიცილინი გამოიყენება ტეტრაციკლინთან ერთად, შესაძლებლობის შემთხვევაში, გონივრული იქნება შემდეგი პუნქტების დაცვა:
- დარწმუნდით, რომ თითოეული აგენტის საკმარისი რაოდენობაა შეყვანილი; ანტაგონიზმი, სავარაუდოდ, მაშინ განვითარდება, როდესაც თითოეული აგენტის თითქმის საკმარისი რაოდენობა იქნება შეყვანილი;
- პენიცილინის მიღება დაიწყეთ ტეტრაციკლინის მიღებამდე სულ მცირე რამდენიმე საათით ადრე.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 2°C-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე;
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
გახსნის შემდეგ გამოიყენეთ 28 დღის განმავლობაში.

