დეტალური აღწერა

შემადგენლობა:
1 მლ სუსპენზია შეიცავს აქტიურ ნივთიერებას:
200,000 IU       პროკაინ ბენზილპენიცილინს
200 მგ                დიჰიდროსტრეპტომიცინის სულფატს
20 მგ                   პროკაინ ჰიდროქლორიდი

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნოვოკაინის ბენზილპენიცილინი არის ვიწრო სპექტრის ანტიბიოტიკი, ბაქტერიციდული მოქმედებით ისეთი გრამ-დადებითი ბაქტერიის წინააღმდეგ, როგორიცაა Listeria, Streptococcus, Staphylococcus (არ წარმოქმნის პენიცილინაზას), Bacillus anthracis, Clostridium, Corynebacterium, Fusobacterium,  Erysipelas და Pasteurella რომელიც  რეზისტენტულია ტეტრაციკლინის მიმართ. მგრძნობიარეა აგრეთვე Haemophilus და  Brucella-ს ზოგიერთი შტამი.

დიჰიდროსტრეპტომიცინი ავლენს ბაქტერიულ მოქმედებას Pasteurella, Brucella, Haemophilus, სალმონელას, შიგელების და მიკობაქტერიების წინააღმდეგ.
ორივე ანტიბიოტიკის კომბინაცია გვაძლევს სინერგიულ მოქმედებას უმეტესი გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი ბაქტერიების წინააღმდეგ და იცავს დიჰიდროსტრეპტომიცინის მიმართ რეზისტენტობის სწრაფი განვითარებისაგან. თერაპიული  დონე სისხლში ნარჩუნდება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში.

სამიზნე ცხოველები: ცხენი, მსხვ.რქ.პირუტყვი, წვრ.რქ.პირუტყვი, ღორი, ძაღლი, კატა.

ჩვენებები: ბრონქოპნევმონია, ენტერიტი, მასტიტი, მეტრიტი, პერიტონიტი, ნეფრიტი, მშობიარობის შემდგომი ინფექციები, ინფიცირებული ჭრილობები და მეორადი ბაქტერიული ინფექციები. პასტერელათი გამოწვეული პნევმონია, რომელიც რეზისტენტულია ტეტრაციკლინის მიმართ.

მიღება და დოზირება:
კუნთშიდა ინექცია. არ გამოიყენება  ინტრავენურად.
ძირითადად 1 მლ სხეულის ყოველ 20 კგ-ზე დღიურად.
მსხვილფეხა საქონელი, ცხენი:         10-20 ლ დღეში 3-5 დღის განმავლობაში;
ხბო, ცხვარი, ღორი, თხა:                   5-10 მლ დღეში 3-5 დღის განმავლობაში;
გოჭი, ბატკანი, ძაღლი:                       0.5-4 მლ დღეში 3-5 დღის განმავლობაში;
კატა:                                                        0.5-1 მლ დღეში 3-5 დღის განმავლობაში;

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პენიცილინის მიმართ.

ლოდინის პერიოდი:
რძე:                 72 საათი
ხორცი:            7 დღე

შენახვის პირობები:
სიგრილეში (8-15°C) სინათლისაგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა: 2 წელი.

გამოშვების ფორმა: 100 მლ-იანი (12 ფლაკონი შეფუთვაში).