დეტალური აღწერა

ოქსი სუპერი

თიამფენიკოლის, ოქსიტეტრაციკლინის, დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატის და ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდის 10% + 5% + 0.075% + 0.1% ინექცია

შემადგენლობა:

ყოველი მლ შეიცავს:

თიამფენიკოლი ……………………………………….100 მგ

ოქსიტეტრაციკლინი …………………………………50 მგ

დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი …..0.75 მგ

ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი ………………….1 მგ

დამხმარე ნივთიერებები …………………………….1 მლ

ჩვენებები:

ენტერიტის, დიარეის, პარატიფის, პასტერელოზის, პნევმონიის, მეტრიტის, მასტიტის, ართრიტის, საშარდე გზების ინფექციების, ცხელების, ანორექსიის მკურნალობა მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, ხბოებში, ცხვრებში, ღორებში, გოჭებში, ძაღლებში, კატებსა და ფრინველებში.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი შეიყვანება ინტრამუსკულარული ინექციით, დღეში ერთხელ, 3-4 დღის განმავლობაში.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორი: 1 მლ ყოველ 10 კგ სხეულის წონაზე.

გოჭები, ხბოები, თხები, ცხვრები: 1 მლ ყოველ 7-8 კგ სხეულის წონაზე.

ძაღლები, კატები, ფრინველი: 1 მლ ყოველ 5 კგ სხეულის წონაზე.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის ინტრამუსკულარული გზით შეყვანის შემდეგ შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი რეაქციები, რომლებიც რამდენიმე დღეში ქრება.

კბილების ფერის შეცვლა ახალგაზრდა ცხოველებში.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

უკუჩვენებები:

  • ჰიპერმგრძნობელობა ტეტრაციკლინების, თიამფენიკოლის, დექსამეტაზონის, ბრომჰექსინის მიმართ.
  • გამოყენება თირკმლის და/ან ღვიძლის სერიოზული დისფუნქციის მქონე ცხოველებში.
  • პენიცილინებთან, ცეფალოსპორინებთან, ქინოლონებთან და ციკლოსერინთან ერთდროული მიღება.

ლოდინის პერიოდი:

ხორცი: 21 დღე.

რძე: 3 დღე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან.

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა:

36 თვე.