დეტალური აღწერა
შემადგენლობა: პერორალური მოხმარების ნაყენი 100 მლ შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს: წყლიან
გამონახსნარებს მცენარეული ნედლეულიდან: ჩვეულებრივი მატიტელას (Poligonum aviculare L.) ბალახიდან – 1,5%, ფშნის ეკლის (Ononis arvensis L.) ფესვებიდან – 1,5%, მინდვრის შვიტის (Equisetum arvense L.) ბალახიდან – 0,5%, ბუასილის მატიტელას (Polygonum persicaria L.) ბალახიდან – 0,5%, ხოლო დამხმარე ნივთიერების სახით – გაწმენდილ წყალს – 100%-მდე.
ჩვენება: პრეპარატი გამოიყენება კატებში უროლოგიური სინდრომის და შარდ-კენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კოტერვინს გააჩნია სალურეტული (მარილგამომყვანი), დიურეტული (შარდმდენი) და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სამკურნალო მცენარეები ხელს უწყობენ ქვების დაშლას (ოქსალატების გარდა).
მიღების წესი და დოზირება:
კოტერვინს იყენებენ პერორალურად პროფილაქტიკური მიზნით და დაავადების რეციდივების თავიდან ასარიდებლად სადღეღამისო დოზით 2–4 მლ ცხოველზე 5–7 დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსს იმეორებენ ყოველ 3–4 თვეში.
უროლოგიური სინდრომის სამკურნალოდ შარდ-კენჭოვანი დაავადების საწყის სტადიებზე კოტერვინს იყენებენ 2–4 მლ პერორალურად 2-ჯერ დღეში 5–7 დღის განმავლობაში.
პრეპარატის გამოყენება აუცილებლად უნდა იყოს შეთავსებული სიმპტომატური საშუალებების გამოყენებასთან.
ცხოველში შარდის შეჩერების შემთხვევაში პრეპარატის პერორალურად გამოყენებასთან ერთად შარდის ბუშტში დამატებით შეჰყავთ (კათეტერის მეშვეობით) 10–16 მლ 2 დღე-ღამეში ერთხელ.
გვერდითი მოვლენები: კოტერვინის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები და გართულებები, როგორც წესი, არ აღინიშნება.
უკუჩვენებები: ცნობები კოტერვინის სხვა სამკურნალო პრეპარატებთან შეუთავსებლობის თაობაზე არ არსებობს. პრეპარატი არ გამოიყენება პროდუქტიულ ცხოველებში.
გაფრთხილებები: კოტერვინთან მუშაობის დროს დაიცავით პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების საერთო წესები.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას, 0–250C¬ზე.
შენახვის ვადა: 12 თვე წარმოების დღიდან.
გახსნის შემდეგ შეიძლება სამკურნალო პრეპარატის შენახვა მაცივარში 2°C-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე 7 დღის განმავლობაში.
შეფუთვის ფორმა: 10მლ შუშის ფლაკონი.

