ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
კანიგენი® DHPPi/L
შემადგენლობა:1 მლ დოზა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ლიოფილიზატი
ცოცხალი შესუსტებული ძაღლის ჭირის ვირუსი (CDV),
ლედერლის შტამი ………………………………………………………………………………. 103,0-104,9 DICC50(*)
ძაღლის ცოცხალი შესუსტებული ადენოვირუსი ტიპი 2 (CAV-2),
მანჰეტენის შტამი ………………………………………………………………………………… 104,0-106,0 DICC50(*)
ძაღლის ცოცხალი შესუსტებული პარვოვირუსი (CPV),
შტამი CPV780916 …………………………………………………………………………………. 105,0-106,8 DICC50(*)
ძაღლის ცოცხალი შესუსტებული პარაგრიპის ვირუსი (CPiV),
მანჰეტენის შტამი …………………………………………………………………………………. 105,0-106,9 DICC50(*)
(*) DICC50 : დოზა აინფიცირებს უჯრედული კულტურების 50%-ს.
სუსპენზია
ლეპტოსპიროზის გამომწვევი არააქტივირებული სპიროქეტა:
– სეროჯგუფი Canicola serovar Canicola, შტამი 601903………………………………… 4350 – 7330 U(**)
– სეროჯგუფი Icterohaemorrhagiae serovar Icterohaemorrhagiae, შტამი 601895.4250 – 6910 U(**)
(**) ანტიგენური მასის ELISA ერთეული
ლიოფილიზატი: თეთრი ლიოფილიზატი
სუსპენზია: გამჭვირვალე სითხე
სამიზნე სახეობა: ძაღლები
ჩვენება:
8 კვირის ასაკიდან ძაღლების აქტიური იმუნიზაციის მიზნით:
– ძაღლის ჭირით (CDV) გამოწვეული სიკვდილიანობისა და კლინიკური ნიშნების პრევენცია;
– ძაღლების ტიპი 1 ადენოვირუსით (CAV-1) გამოწვეული სიკვდილიანობისა და კლინიკური ნიშნების პრევენცია;
– ძაღლის პარვოვირუსით (CPV) გამოწვეული სიკვდილიანობისა და კლინიკური ნიშნების პრევენცია და ექსკრეციის შემცირება CPV-2b შტამით ჩატარებულ ეფექტიანობის კვლევებში;
– ძაღლის პარვოვირუსით (CPV) გამოწვეული სიკვდილიანობისა და კლინიკური ნიშნების პრევენცია და ექსკრეციის შემცირება CPV-2c შტამით ჩატარებულ ეფექტიანობის კვლევებში;
– პარაგრიპის ვირუსით (CPiV) და ადენოვირუსით (CAV-2) გამოწვეული რესპირაციული კლინიკური ნიშნების და ვირუსული ექსკრეციის შემცირება;
– L. Canicola-სთან დაკავშირებული სიკვდილიანობის პრევენცია და ინფექციის, კლინიკური ნიშნების, თირკმელში ბაქტერიების დაგროვების, თირკმლის დაზიანებისა და შარდის გამოყოფის შემცირება;
– L. Icterohaemorrhagiae-სთან დაკავშირებული ინფექციის, კლინიკური ნიშნების, თირკმელში ბაქტერიების დაგროვების და შარდის გამოყოფის შემცირება.
გამოყენების წესი და დოზირება:
ლიოფილიზატის გამხსნელში გახსნის შემდეგ, ოდნავ შეანჯღრიეთ და დაუყონებლივ შეიყვანეთ კანქვეშ 1 მლ დოზა ვაქცინაციის შემდეგი სქემის მიხედვით:
პირველი ვაქცინაცია:
– პირველი ინექცია ტარდება 8 კვირის ასაკიდან.
– მეორე ინექცია ტარდება 3 ან 4 კვირის შემდეგ.
დედისგან გამოყოლილმა ანტისხეულებმა, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა გავლენა მოახდინოს ვაქცინაციის იმუნურ პასუხზე. ამ შემთხვევაში მესამე ინექცია რეკომენდებულია 15 კვირის ასაკიდან.
განმეორებითი ვაქცინაცია:
განმეორებითი ვაქცინაცია ერთჯერადი დოზით უნდა ჩატარდეს პირველი ვაქცინაციიდან 1 წლის შემდეგ.
შემდგომი ვაქცინაციები ტარდება მაქსიმუმ სამი წლის ინტერვალით.
ვინაიდან CPiV-ის და ლეპტოსპირებისთვის საჭიროა ყოველწლიური განმეორებითი ვაქცინაცია, CPiV და ლეპტოსპირების საწინააღმდეგო ვირბაკის ვაქცინის დოზა შესაძლოა ყოველწლიურად იქნას გაკეთებული.
იმუნიტეტის გამომუშავება:
იმუნიტეტის გამომუშავება იწყება CDV, CAV-2 და CPV-ს პირველი ვაქცინაციიდან 3 კვირის შემდეგ, CAV-1 და CPiV-ის პირველი ვაქცინაციიდან 4 კვირის შემდეგ, L. Canicola-ს პირველი ვაქცინაციიდან 5 კვირის შემდეგ და L. Icterohaemorrhagiae-ის პირველი ვაქცინაციიდან 2 კვირის შემდეგ.
იმუნიტეტის ხანგრძლივობა:
იმუნიტეტის ხანგრძლივობა არის პირველი ვაქცინაციიდან ერთი წელი ყველა ვალენტობისთვის.
პირველი წლიური განმეორებითი ვაქცინაციის შემდეგ, იმუნიტეტის ხანგრძლივობა შეადგენს 3 წელს CDV-ს, CAV-1-ს, CAV-2-ის და CPV-ს შემთხვევაში.
გვერდითი მოვლენები: ინექციის ადგილის შესიება, შეშუპება, ლეთარგია.
უკუჩვენებები: არ გამოვლინდა.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები:
ვაქცინაცია ტარდება მხოლოდ ჯანმრთელ ცხოველებში.
მაკეობა და ლაქტაცია: არ გამოიყენოთ მაკეობისა და ლაქტაციის პერიოდში.
შენახვის პირობები: 2°C-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მოარიდეთ სინათლეს. არ გაიყინოთ.
შენახვის ვადა განზავების შემდეგ: დაუყოვნებლივ გამოიყენეთ.
შეფუთვა: კოლოფი ლიოფილიზატის 1 x 1 დოზის და სუსპენზიის 1 x 1 მლ დოზის შემცველობით.
კოლოფი ლიოფილიზატის 10 x 1 დოზის და სუსპენზიის 10 x 1 მლ დოზის შემცველობით.
კოლოფი ლიოფილიზატის 25 x 1 დოზის და სუსპენზიის 25 x 1 მლ დოზის შემცველობით.
კოლოფი ლიოფილიზატის 50 x 1 დოზის და სუსპენზიის 50 x 1 მლ დოზის შემცველობით.
კოლოფი ლიოფილიზატის 100 x 1 დოზის და სუსპენზიის 100 x 1 მლ დოზის შემცველობით.

