ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
ინსპექტორი კვადრო K
შემადგენლობა: გარეგანი გამოყენების ხსნარი ინსპექტორი კვადრო K-ს 1 მლ მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს: ფიპრონილს – 107 მგ, პრაზიკვანტელს – 42,8 მგ, პირიპროქსიფენს – 21,4 მგ და მოქსიდექტინს – 10,7 მგ.
ჩვენება: ინსპექტორ კვადრო K-ს უნიშნავენ კატებს იქსოდური ტკიპებით გამოწვეული ენტომოზების, ოტოდექტოზის, ნოტოედროზის, აკაროზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნემატოდოზების (ტოქსოკაროზის, ტოქსასკარიდოზის, უნცინარიოზის, ანკილოსტომოზის), ცესტოდოზების (ტენიიდოზების, დიპილიდიოზის, ალვეოკოკოზის, მეზოცესტოიდოზის, დიფილობოტრიოზის) მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის, ასევე, დიროფილიარიოზის პროფილაქტიკის მიზნით.
მიღების გზა და დოზა: ცხოველების დასამუშავებლად ის დააქვთ მშრალ დაუზიანებელ კანზე, ცხრილში მითითებული დოზებით:
| ცხოველის მასა | პრეპარატის დოზა (პიპეტის ნომინალური მოცულობა), მლ |
| 1-დან 4 კგ-მდე | 0,4 მლ |
| 4-დან 8 კგ-მდე | 0,8 მლ |
| 8-დან 15 კგ-მდე | 1,5 მლ |
15 კგ-ზე მეტი მასის კატების დამუშავებისას პრეპარატს ხმარობენ გაანგარიშებით: 0,1 მლ ცხოველის მასის ყოველ ერთ კილოგრამზე, სხვადასხვა მოცულობის პიპეტებისა და ტუბების გამოყენებით, 1 კგ-ზე ნაკლები მასის კატების დამუშავებისას – გაანგარიშებით: ერთი წვეთი ხსნარი (0,05 მლ) ცხოველის მასის 0,5 კგ-ზე.
სამკურნალო მიზნებისთვის ცხოველთა დამუშავება წარმოებს ერთჯერადად, განმეორებითი ინვაზიის თავიდან ასაცილებლად კი – 4-6 კვირაში ერთხელ ექტოპარაზიტების აქტივობის მთელი სეზონის განმავლობაში.
დიროფილიაროზის პროფილაქტიკის მიზნით დაავადების მხრივ არაკეთილსაიმედო რეგიონებში პრეპარატს გაზაფხული-ზაფხული-შემოდგომის პერიოდში იყენებენ: ერთჯერადად კოღოებისა და მოსკიტების (D. immitis-ის გამომწვევის გადამტანების) გამოფრენის წინ, შემდეგ თვეში ერთხელ და სეზონზე ბოლოჯერ – მწერების ფრენის დასრულებიდან 1 თვის შემდეგ.
შენახვის პირობები: 0°C-დან 30°C-მდე ტემპერატურისა და ჰაერის არაუმეტეს 60% ტენიანობის პირობებში.
შენახვის ვადა: 2 წელი .
გამოშვების ფორმა: ინსპექტორ კვადრო K-ს უშვებენ პოლიმერულ პიპეტებში 0,4; 0,8 და 1,5 მლ-ად დაფასოებულს.

