დეტალური აღწერა

შემადგენლობა: 1მლ შეიცავს:

ვიტამინი A, 20,000 სე, ვიტამინი D3, 5,000 სე, ვიტამინი E, 30 მგ, ვიტამინი K3, 3 მგ, ვიტამინი B1, 1,5 მგ, ვიტამინი B2, 1,2 მგ, ვიტამინი B6, 2,0 მგ, ვიტამინი B12, 20 მგ, ნიკოტინამიდი, 20 მგ, ვიტამინი B3, 6,5 მგ, ფოლიუმის მჟავა, 50 მგ, ვიტამინი C, 20 მგ, ბიოტინი, 10 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ავსებს ვიტამინების და მინერალების დეფიციტს ორგანიზმში. ავიტამინოზების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით, შემდეგი სიმპტომების და დაავადებების დროს:

 სისუსტე

 ზრდის შეჩერება

 ანორექსია

 ოსტეოპოროზი

 კუჭ-¬ნაწლავის ფლორის დარღვევა ანტიბიოტიკებით ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად

 სტრესი

 კოკციდიოზი

 ჰელმინთოზები

 ბაქტერიული ინფექციები

 ვირუსული ინფექციები

სამიზნე ცხოველები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენი, ღორი, ცხვარი, თხა და ფრინველი

პრეპარატის მიღების წესი და დოზები:  პრეპარატი ცხოველებს ეძლევა პერორალურად სასმელ წყალთან ერთად:

• ფრინველი – 1 მლ 1000 ლ სასმელ წყალზე 5–7 დღის განმავლობაში

• მსხვილფეხა საქონელი – დღეში 20–40 მლ ერთ ცხოველზე 5–7 დღის განმავლობაში

• ცხენი – დღეში 20–40 მლ ერთ ცხოველზე 5–7 დღის განმავლობაში

• ხბო – დღეში 20 მლ ერთ ცხოველზე 5–7 დღის განმავლობაში

• კვიცი – დღეში 20 მლ ერთ ცხოველზე 5–7 დღის განმავლობაში

• ღორი – დღეში 10 მლ ერთ ცხოველზე 5–7 დღის განმავლობაში

• ცხვარი – დღეში 10 მლ ერთ ცხოველზე 5–7 დღის განმავლობაში

• თხა – დღეში 10 მლ ერთ ცხოველზე 5–7 დღის განმავლობაში

წყალში გახსნილი პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას 24 საათის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები: დადგენილი არ არის

ლოდინის პერიოდი: 0 დღე.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას, 8–150C¬ ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 24 თვე.

გამოშვების ფორმა: 1 ლ პოლიეთილენის ბოთლი.