დეტალური აღწერა

ენვიტი

შემადგენლობა:

ყოველი მლ შეიცავს:

A ვიტამინი                                                               USP                 2000IU

D3 ვიტამინი                                                            USP                 2000IU

E აცეტატის ვიტამინი                                           USP                 4 მგ

ნიაცინამიდი                                                           USP                 10 მგ

თიამინ ჰიდროქლორიდი                                   USP                 10 მგ

პიროდოქსინ ჰიდროქლორიდი                        USP                 5 მგ

რიბოფლავინ ფოსფატი                                       USP

ნატრიუმი                                                                  USP                 1 მგ

D – პანთენოლი                                                      USP                 1 მგ

B12 ვიტამინი                                                           USP                 10 მკგ

D – ბიოტინი                                                             USP                 10 მკგ

კალციუმის გლიცეროფოსფატი                         USP                 10 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტროპიკულ ქვეყნებში მსხვილფეხა საქონელს და შინაურ ცხოველებს ხშირად აღენიშნებათ დეფიციტის სინდრომი. დანამატი ეხმარება დეფიციტის სინდრომის აღმოფხვრაში და ზოგჯერ მკურნალობაში.

A ვიტამინი (პალმიტატი) – სინთეტიკური ინექციის ფორმის დანამატი ეხმარება „კაროტინების“ სათანადო ათვისებას.

D ვიტამინი (ქოლეკალციფეროლი) ძირითადად გამოიყენება თერაპიაში, რომელიც ეხმარება როგორც პროჰორმონი ისეთ ფაქტორებს, რომლებიც ორგანიზმში ახდენენ კალციუმის გარდაქმნას.

E ვიტამინი (ტოკოფეროლ) – აცეტატის ფორმა.

დიდი ზომის ცხოველებში E ვიტამინის A ვიტამინთან კომბინაციამ გამოავლინა დადებითი შედეგები მამრი და მდედრი ცხოველების ფერტილობის პრობლემებში.

წყალში ხსნადი ვიტამინები

ნიაცინამიდი – იგი პასუხისმგებელია რამდენიმე კოფერმენტის წარმოქმნაში, რომლებიც მონაწილეობენ ოქსიდაციის პროცესში და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში.

თიამინ Hcl – თიამინის უმეტესობა გამოიყენება თერაპიულად სინთეტიკაში.

ცნობილია, რომ თიამინი სპეციფიურია გვიმრით მოწამვლის შემთხვევაში ცხენებში.

რიბოფლავინი არის B2 ვიტამინის სინონიმი.

დეფიციტი ერთკუჭიან ცხოველებში და მცოხნავ ცხოველებში იწვევს ზრდის შენელებას, პათოლოგიურ ჰემატოპოეზს, ანემიას, შემცირებულ ფერტილობას, მხედველობის დარღვევებს, ფოტოფობიას და რქოვანას ვასკულარიზაციას მწვავე შემთხვევებში.

ფაღარათი ხბოებში, დერმატიტი ახალგაზრდებში არის დეფიციტური სიმპტომი.

რიბოფლავინი არის ერთ-ერთი ვიტამინი, რომელიც არ გვხვდება ბუნებრივ რაციონში და ამიტომ უნდა მოხდეს მისი დამატება.

D – პანთენოლი – იგი ასევე არის A კოფერმენტის კომპონენტი.

დეფიციტი იწვევს დერმატიტს, თმის ცვენას, წყლულოვან დერმატიტს, ნაწლავურ ნეკროზს, კოორდინაციის დარღვევას, დიარეას და სისუსტეს.

B12 ვიტამინი – ასევე ცნობილია როგორც ცინაკობალამინი. B12 ვიტამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცილის, კარბოჰიდრატის და ცხიმის მეტაბოლიზმში.

Dბიოტინი – ასევე ცნობილია რამდენიმე სახელით, როგორიცაა H ვიტამინი, R კოფერმენტი.

ბუნებრივად იგი გვხვდება ცხოველის ქსოვილში, ღვიძლში, ხორცსა და ყველაზე მეტი კვერცხის გულში.

ბიოტინის დეფიციტი ასოცირდება ცხიმოვანი ღვიძლის და თირკმელის სინდრომთან.

კალციუმიგლიცეროფოსფატი – კალციუმის გლიცეროფოსფატი ეხმარება კალციუმის იონის მაღალი დონის შენარჩუნებას სისხლში ხანგრძლივი დროით, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ლაქტაციის პერიოდში მყოფ ცხოველებში.

ეს იცავს ჰიპო-კალცემიისგან მაღალ პროდუქტიულ ცხოველებში.

სამიზნე სახეობები: მსხვილფეხა საქონელი, ცხვარი, თხა, შინაური ფრინველები.

ჩვენება: პრეპარატი არის კომპლექსური, ცხიმოვანი და წყალში ხსნადი საინექციო ხსნარი, რომელიც მოიცავს:

  • მეტაბოლური დარღვევების მკურნალობა;
  • A, E ვიტამინების და ფოსფორის ნაკლებობასთან დაკავშირებული ქვე-ფერტილური პრობლემების მკურნალობა მდედრ ცხოველებში;
  • ვიტამინების და მინერალების დეფიციტით გამოწვეული გენიტალიების ზრდის შეფერხება ძროხებში;
  • სპერმის ხარისხის გაუმჯობესება საჯიშე ხარებში;
  • საშვილოსნოს პრე და პოსტსამშობიარო ამოვარდნის პრევენცია;
  • ეპითელიალური ქსოვილის რეგენერაციის აღდგენა;
  • პარაზიტებით დასნებოვნებით და სხვა დაავადებებით გამოწვეული კანის დაზიანება;
  • ამინდის პირობებით გამოწვეულ სტრესთან ბრძოლა ლაქტაციის პერიოდში მყოფ ცხოველებში;
  • ენერგიის, სიცოცხლისუნარიანობის და ძალის აღდგენა;

გამოყენების წესი და დოზირება: მიღების გზა: კუნთშიდა მეთოდი.

დიდი ზომის ცხოველები: 10 მლ 3-5 დღე კუნთშიდა მეთოდით;

მცირე ზომის ცხოველები: 1-2 მლ 3-5 დღე კუნთშიდა მეთოდით;

ფრინველები: სტრესის წინააღმდეგ, კრუხებში და დედა ფრინველებში ფერტილობის გასაუმჯობესებლად ½ მლ თითო ფრინველზე კუნთშიდა მეთოდით;

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები სამიზნე სახეობებისთვის: შეამოწმეთ, რომ მიღების დროს არ მოხვდეს სისხლის კაპილარებში შემთხვევით შესვლა. მულტივიტამინებით მკურნალობისას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ინდივიდუალურ აუტანლობას. ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ გამოყენება. სამკურნალოდ გამოიყენეთ ანტიჰისტამინი.

დაყოვნების პერიოდი: პრეპარატის ორგანიზმიდან გასვლის პერიოდი ხორცის და რძის შემთხვევაში არის 0  დღე.

შენახვის  პირობები: მოარიდეთ სინათლეს და ტენიანობას, ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 30˚C.

ვარგისიანობის ვადა: 18 თვე. პირველი გახსნის შემდეგი ვარგისიანობის ვადა შეადგენს 28 დღეს.

გამოშვების ფორმა: ქარვისფერი II ტიპის მინის ფლაკონი.