ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

აღწერილობა: ინსეკტო-აკარიციდული საყელო წარმოადგენს ორკომპონენტიან ლენტს შესაკრავით, რომელიც შედგება ნატურალური ტყავის და უსუნო ნივთიერებით – ფიპრონილით გაჟღენთილი პოლიმერის ლენტისებური ნაჭრებისაგან.

შემადგენლობა:  

1 გრ პოლიმერის ლენტისებური ნაჭერი შეიცავს

მოქმედი ნივთიერება:

ფიპრონილი – 5%.

დამხმარე ნივთიერები:

ეთილის სპირტი

პოლივინილქლორიდი

ტყავის ლენტისებრი ნაჭრები

შავი საღებავი

სამიზნე ცხოველები: ძაღლი და კატა

ჩვენება:

• რწყილები (ctenocephals spp)

• ტილები (Linognathus setosus)

• მატლების განვითარების იმაგინალური და მურების სტადია (Tricodectes spp)

• პარაზიტოფორმული ტკიპები (Dermaceptor spp., Ixodes spp., Rhipicephalus spp)

• აკარიფორმული ტკიპები (Sarcoptidae, Psoroptidae-ს ოჯახები).

ფარმაკოლოგიური თვისებები: 

მოქმედი ნივთიერება ფიპრონილი აზიანებს პარაზიტების ნერვულ სისტემას, იწვევს ძლიერ ნერვულ აღგზნებას და სიკვდილს.

საყელურის ცხოველზე მორგების შემდეგ ფიპრონილი არ შეიწოვება კანის მიერ, ის აკუმულირდება ეპიდერმისზე და თმის ფოლიკულებში, შემდეგ ნელ-ნელა გამოიყოფა და ავლენს ინსექტო-აკარიციდულ მოქმედებას.

ფიპრონილს ახასიათებს ხანგრძლივი, პროლონგირებული მოქმედება.

მიღების წესი და დოზირება:

 საყელური ცხოველებს უკეთდება კისერზე. შესაკრავით საყელური უნდა დაფიქსირდეს ისე, რომ ტანსა და საყელურს შორის დარჩეს 1,5–2 სანტიმეტრიანი შუალედი.

 ცხოველის სახეობის და მასის მიხედვით არჩევენ საყელურის ზომას (შესაბამისად მასზე იქნება პრეპარატის სათანადო დოზა).

 კატა 35 სმ სიგრძის საყელური;

 პატარა ტანის ძაღლი (5 კგ-მდე) 40 სმ სიგრძის საყელური;

 საშუალო და მსხვილი ტანის ძაღლი (5–15 კგ)  65 სმ სიგრძის საყელური.

საყელურის მუდმივი გამოყენება უზრუნველყოფს ცხოველების დაცვას ექტოპარაზიტებისაგან 6 თვის განმავლობაში.

უკუჩვენებები:

 საყელური არ გამოიყენება ლეკვებში და კნუტებში (10 კვირის ასაკამდე).

რეკომენდებული არ არის საყელურის გამოყენება დაავადებულ და დასუსტებულ (ჯანდაგ) ცხოველებში, მაკეობის და ლაქტაციის პერიოდში.

გვერდითი მოვლენები: საყელურისა და კანის შეხების ადგილზე შეიძლება წარმოიშვას დროებითი გაღიზიანება. გაღიზიანების შემჩნევისთანავე საყელური უნდა მოიხსნას.

გაფრთხილება:

 ცხოველის ზრდის მიხედვით უნდა ხდებოდეს საყელურის შესაბამისად მორგება.

 საყელურის ყუთი იხსნება მხოლოდ გამოყენების წინ.

 ცხოველთან შეხების და საყელოს მორგების შემდეგ ხელები უნდა დასუფთავდეს საპნით და თბილი წყლით.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას, 5–250C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: საყელური გაუხსნელ ყუთში ინახება 2 წელი; საყელური გახსნილი შეფუთვით ინახება 6 თვე.

შეფუთვის ფორმა: 35სმ, 40სმ, 65სმ საყელურები პოლიმერულ პაკეტებში და თავსდება მუყაოს ყუთში.