დეტალური აღწერა

ხსნარი გარეგანი, პერორალური,  ინტრავაგინალური  და  საშვილოსნოს შიდა  გამოყენებისთვის.

შემადგენლობა:  ასდ ფ2-ის  შემადგენლობაში შედის დაბალმოლეკულური ორგანული შენაერთები და არაორგანული აზოტის შენაერთები. გარეგნულად წარმოადგენს ყვითელ-მოყავისფრო სითხეს, დამახასიათებელი სპეციფიკური სუნით, ნალექით, რომელიც კარგად ერევა წყალში.

ფარმაკოლოგიური თვისებებიასდ ფ2 მიეკუთვნება იმუნოსტიმულატორებს, პრეპარატი მიიღება ძვალხორცის ფქვილის მშრალი გამოხდით. პრეპარატს ახასიათებს ბიოლოგიური ეფექტურობის ფართო სპექტრი, ანტისეპტიკური მოქმედება, ამაღლებს ქსოვილოვანი და საჭმლის მომნელებელი ფერმენტების აქტიურობას, ასტიმულირებს რეტიკულოენდოთელიარულ  და ენდოკრინული სისტემების აქტიურობას, აჩქარებს დაზინებული ქსოვილების რეგენერაციას, მონაწილეობს ფოსფორილირების  და ცილების სინთეზის პროცესში, არ ახასიათებს კუმულირება.

გამოყენების წესი და დოზირებაპრეპარატი გამოიყენება  სასოფლო სამეურნეო ცხოველებში (მ.შ. ფრინველებში) და ძაღლებში პროფილაქტიკური და სამკურნალო მიზნით შემდეგი დაავადებებისას: კუჭნაწლავის, სასუნთქი და შარდ-სასქესო სისტემების, კანის საფარველის დაზიანება, ნივთიერებათა ცვლის მოშლა,  ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის მოქმედების სტიმულაციისთვის, ინფექციურ და ინვაზიურ დაავადება გადატანილ, დასუსტებულ ცხოველებში რეზისტენტობის ასამაღლებლად,  აგრეთვე  ხბოების, გოჭების, წიწილების ზრდის სტიმულაციისთვის და კვერცხმდებლობის ასამაღლებლად.

შიგნით მისაღებად პრეპარატს უნიშნავენ სასმელ წყალთან ერთად კვებამდე ან ინდივიდუალურად კომბინირებულ საკვებთან შერევით დილის კვებაზე.

დოზები მითითებულია ცხრილში:

ცხოველის სახე, ასაკი

 

პრეპარატის რაოდბა სმ3 წყლის რაოდბა   სმ3
ცხენები    
3 წელი და ზევით 10-20 200-600
1 -დან  3 წლამდე 10-15 200-400
1 წლამდე 5 100
ძროხები    
3 წელი და ზევით 20-30 200-400
1 -დან  3 წლამდე 10-15 100-400
1 წლამდე 5-7 40-100
ცხვრები    
1 წელზე ზევით 2-5 40-100
6 თვეზე ზევით 1-3 20-80
6 თვემდე 0,5-2 10-40
ღორები    
1 წელზე ზევით 5-10 100-200
6 თვეზე ზევით 2-5 40-100
2-დან 3 თვემდე 1-3 20-80
ძაღლები    
10 თვიდან 2 40
ქათმები, ინდაურები, იხვები, ბატები    
ზრდასრული 35 100ლ
მოზარდები 0,1 მლ/კგ

 

გარეგანად, საშვილოსნოში და ინტრავაგინალურად პრეპარატი გამოიყენება  სტერილურ ფიზიოლოგიურ ხსნარზე დამზადებული 2-20% ხსნარის სახით.

ორალური გამოყენებისთვის  შეიძლება ხსნარის მომზადება ადუღებულ წყალზე.

დისპეპსიების, გასტროენტეროკოლიტების, გასტროენტერიტების  და დისტროფიებისას პრეპარატი ინიშნება  5 დღიანი ინტერვალებით 2-3 დღე  ერთი თვის მანძილზე.

ტიმპანიებისას მსხვ.რქ.პირუტყვში, ნაწლავების მეტეორიზმისას ცხენებში პრეპარატის ხსნარს ასმევენ ან შეჰყავთ ზონდის საშუალებით დღეში 1-2-ჯერ 3-5 დღე.

გოჭებში კატარალური პნევმონიისას ეტიოტროპულ  მკურნალობასთან ერთად პრეპარატი გამოიყენება  დღეში ერთხელ წყალთან ერთად 30-40  წუთით ადრე კვებამდე ან კომბინირებულ საკვებთან ერთად, ინიშნება 3-3 დღე 5 დღიანი ინტერვალებით ერთი თვის მანძილზე.

ვაგინიტების დროს  გამოიყენება 2ლ 3-5%-ნი  ხსნარით  (შემთბარი   37-400С ტემპერატურაზე) გამორეცხვა დღეში ერთხელ 4-5 დღის მანძილზე.

მომყოლის შეჩერებისას ძროხებში  გამოიყენება 200-300მლ  3-5%-ნი  ხსნარის  (შემთბარი   37-400С ტემპერატურაზე) შეყვანა საშვილოსნოში  დღეში ერთხელ 4-5 დღის მანძილზე.

ძროხებში ტრიქომონოზის კომპლექსური მკურნალობისას საშოში შეჰყავთ 20% ხსნარი 200-300 მლ ჟანეს შპრიცით დღეში ერთხელ 10-14 დღის მანძილზე.

ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის მოქმედების სტიმულაციისთვის, ინფექციურ და ინვაზიურ დაავადება გადატანილ, დასუსტებულ ცხოველებში  რეზისტენტობის ასამაღლებლად,  დაზინებული ქსოვილების რეგენერაციისთვის, ნეკრობაქტერიოზის,  ეგზემების, დერმატიტების, ტროფიკული წყლულების დროს გამოიყენება პრეპარატი წყალთან ერთად ან ინდივიდუალურად საკვებთან ერთად  3-3 დღე 5 დღიანი ინტერვალებით ერთი თვის მანძილზე.

ცხენების მაღაოს დროს და ყბისქვეშა აბსცესების სამკურნალოდ გამოიყენება 15-20% ხსნარი გამორეცხვის და ტამპონების სახით 10-14 დღის მანძილზე.

ხბოების, გოჭების, წიწილების ზრდის სტიმულაციისთვის პრეპარატი გამოიყენება ინდივიდუალურად კომბინირებულ საკვებთან შერევით შემდეგი გაანგარიშებით: 0,1 მლ ასდ ფ 2  1კგ სხეულის წონაზე დღეგამოშვებით 1-2 თვის მანძილზე.

გვერდითი მოქმედება:  პრეპარატის ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებისას არ შეინიშნება.

დაყოვნების პერიოდი:  ხორცი, რძე და კვერცხი პრეპარატის მიღების პერიოდში გამოიყენება შეუზღუდავად.

შენახვის პირობები: ინახება  მშრალ, მზის სხივებისგან დაცულ ადგილზე კვების პროდუქტებისგან მოშორებით,  +10°С до +30°С ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა:  შენახვის პირობების დაცვისას ინახება 4 წელი დახურულ მდგომარეობაში, გახსნილ მდგომარეობაში-14 დღე.

შეფუთვა ასდ ფ2 დაფასოებულია 100მლ შუშის ფლაკონში.