დეტალური აღწერა

შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს:

ალბენდაზოლი – 360 მგ.

სამიზნე ცხოველები:  მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა, აქლემი, ცხენი და ძაღლი

ჩვენება:

  • ფილტვის ჭიები
  • კუჭ­ნაწლავის ჭიები
  • ფასციოლოზი (მომწიფებული და მოუმწიფებელი სტადიები)

ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატი ფართო სპექტრის ანტიჰელმინთურ საშუალებაა. მომაკ­ვდინებლად  მოქმედებს პარაზიტების მომწიფებულ და მოუმწიფებელ ფორმებზე.

მიღების წესი და დოზირება:

შეიყვანება პერორალურად.

  • მრგვალი და ლენტისებრი ჭიების სამკურნალოდ: მსხვილფეხა საქონელი, ცხენი, აქლემი, ცხვარი, თხაი, ძაღლი ეძლევა 1 ტაბლეტი ყოველ 33–50 კგ ცოცხალ წონაზე.
  • ფასციოლოზის სამკურნალოდ: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხაი ეძლევა 1 ტაბლეტი ყოველ 25–33 კგ ცოცხალ წონაზე.

გვერდითი მოვლენები: დადგენილი არ არის.

უკუჩვენებები: არ აღინიშნება.

დაყოვნების პერიოდი: ხორცი 14 დღ, რძე 72 საათი.

შენახვის პირობები: ინახება ბნელ, მშრალ, გრილ და იზოლირებულ ადგილას, 5-2500Cტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 2 წელი.

შეფუთვის ფორმა: ბლისტერი 10 ტაბლეტი, კოლოფში 10 ბლისტერი.