დეტალური აღწერა

მურინ გრანო ექსტრიმე

მღრღნელების საწინააღმდეგო მზა სატყუარა მარცვლეულში

გამოყენების არეალი: შენობებში და შენობების გარშემო

შემადგენლობა:

100 გრ პროდუქტი შეიცავს:

ბროდიფაკუმი (N° CAS 56073-10-0) გ 0,0025

დენატონიუმის ბენზოატი (N° CAS 3734-33-6) გ 0,001

გემრიელი ნივთიერებები და კომბინირებული კომპონენტები 100 გ-მდე

ტექნიკური მახასიათებლები

მურინ გრანო ექსტრიმე არის ბროდიფაკუმზე დამზადებული სატყუარა მღრღნელებთან საბრძოლველად, რომელიც ეფექტურია თაგვებისა და ვირთხების წინააღმდეგ, თუნდაც ერთჯერადი გამოყენებ ის შემდეგ. განსაკუთრებული შემადგენლობის გამო, სასიამოვნო საჭმელია მღრღნელებისთვის, რომლებიც უკვე იკვებებიან მარცვლეულით და შემუშავებულია მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად

მურინ გრანო ექსტრიმე გამოიყენება სამრეწველო შენობებში (მათ შორის, საწყობებში, საცავებში და გემების საწყობებში), სამოქალაქო შენობებში, სახლებში, სარდაფებში, ავტოფარეხებში, სათავსოებსა და ბაღებში.

სამიზნე სახეობები

სახლის თაგვი (Mus musculus), როგორც ახალგაზრდა, ასევე ზრდასრული

რუხი ვირთხა (Rattus Norvegicus), როგორც ახალგაზრდა, ასევე ზრდასრული

გამოყენების მეთოდები

მურინ გრანო ექსტრიმე მღრღნელების საწინააღმდეგო მზა სატყუარა მარცვლეულში, რომელიც გამოიყენება:

დოზირება და გამოყენების წესი

მოათავსეთ მურინ გრანო ექსტრიმე სპეციალურ ხაფანგში. შეამოწმეთ ხაფანგი ყოველი გამოყენებისთვის დადგენილი პერიოდის შემდეგ.

დაიცავით სატყუარა ცუდი ამინდისგან, მაგალითად, წვიმისგან, თოვლისგან და ა.შ.).

შენობების ირგვლივ შიდა და გარე გამოყენება სახლის თაგვის კონტროლის მიზნით (Mus musculus).

მოათავსეთ 5 – 20 გრ მურინ გრანო ექსტრიმე ხაფანგში.

ძლიერი მომრავლების შემთხვევაში– ყოველ 2 მეტრში

მცირე რაოდენობის შემთხვევაში  – ყოველ 5 მეტრში

ხაფანგი უნდა შემოწმდეს ყოველ 2-3 დღეში დამუშავების დაწყებიდან და შემდეგ კვირაში ერთხელ მაინც.

 

შიდა და გარე გამოყენება შენობების გარშემო ნაცრისფერი ვირთხების კონტროლის მიზნით (Rattus Norvegicus)

მოათავსეთ 10-60 გ მურინ გრანო ექსტრიმე ხაფანგში

ძლიერი მომრავლების შემთხვევაში– ყოველ 2 მეტრში

მცირე რაოდენობის შემთხვევაში  – ყოველ 5 მეტრში

ხაფანგი უნდა შემოწმდეს ყოველ 5-7 დღეში ერთხელ დამუშავების დაწყებიდან და შემდეგ კვირაში ერთხელ მაინც.

შენახვის ვადა:2 წელი

შეფუთვა: 140გრ, 10კგ