დეტალური აღწერა

ლჰ-პენსტრეპ 400

შემადგენლობა: 1 მლ საინექციო ხსნარი  შეიცავს აქტიურ ნივთიერებას:

პროკაინ-პენიცილინი G-200 000 IU

დიჰიდროსტრეპტომიცინის სულფატი-200მგ

ჩვენებები: ართრიტი, მასტიტი, კუჭ-ნაწლავის, რესპირატორული და საშარდე სისტემის ინფექციები გამოწვეული პენიცილინისა და დიჰიდროსტრეპტომიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, როგორიცაა Campylobacter, Clostridium, Corynebacterium, E.coli, Erysipelothix, Haemophilus, Klebsiella, Listeria, Pasteurella, Salmonella, Staphylococcus, Staphylococcus spp..

სამიზნე ცხოველები:  მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, წვრ.რქოსანი პირუტყვი და ღორი.

გამოყენების წესი  და დოზირება:

კუნთში გასაკეთებლად.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: 1მლ 20კგ სხეულის წონის მიხედვით 3 დღის განმავლობაში

ხბო, თხა, ცხვარი და ღორი: 1მლ 10კგ სხეულის წონის მიხედვით 3 დღის განმავლობაში

გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ.

არ  კეთდება 20მლ-ზე მეტი მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, 10მლ-ზე მეტი ღორში,  5მლ-ზე მეტი ხბოში, ცხვარსა და თხაში ინექციის ადგილის მიხედვით.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პენიცილინის, პროკაინის და/ან ამინოგლიკოზიდების მიმართ.

თანმხლები დანიშვნა არ შეიძლება ტეტრაციკლინებთან, ქლორამფენიკოლთან, მაკროლიდებთან და ლინკოზამიდებთან ერთად.

გვერდითი ეფექტები:

პროკაინ-პენიცილინი G-ის სამკურნალო დოზების დანიშვნამ   შეიძლება გამოიწვიოს მაკეობის ნაადრევი შეწყვეტა ღორებში.

ლოდინის პერიოდი:

ხორცი: 21 დღე

რძე: 3 დღე

შენახვის პირობები: შეინახეთ 250C ტემპერატურის ქვემოთ.

დაიცავით სინათლისგან. შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადილას.

ვარგისიანობის ვადა: 36 თვე