მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

DEZOL

ვეტერინარული სადეზინფექციო ხსნარი

შემადგენლობა:

ყოველ 1000 მლ-ში  აქტიური ინგრედიენტი-ბენზალკონიუმ ქლორიდი 20% (წ/წ)                   ფარმაკოლოგიური თვისებები

DEZOL–ის აქტიური ინგრედიენტი ბენზალკონიუმ ქლორიდი წარმოადგენს მეოთხეული ამონიუმის ნაერთს, რომელიც ხასიათდება ანტისეპტიკური და სადეზინფექციო თვისებებით და მოქმედებს გრამ-დადებით და გრამ-უარყოფით ბაქტერიებზე, ზოგიერთ ვირუსზე, სოკოზე და პროტოზოაზე

გამოყენების ადგილი/ ჩვენებები

DEZOL-ის გამოყენება შესაძლებელია შემდეგისთვის:

• ზედაპირებისა და იატაკების დეზინფექციისთვის იმ შენობებში, სადაც საჭიროა ჰიგიენის დაცვა, მათ შორის ქარხნებში, სასაკლაოებში, კლინიკებში, ცხოველთა თავშესაფრებში, ინკუბატორებში.

• სადეზინფექციო საშუალების სახით ინკუბატორებში  სხვადასხვა  ხელსაწყოებისა და აღჭურვილობებისათვის.

• სადეზინფექციო საშუალების სახით ცხოველებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებში, წყლის ავზებსა და სასმელი წყლის მილებში.

გამოყენება და დოზები

განზავება 1: 100 ან 1:150 დაავადების შემდეგ. ამ ხსნარიდან გამოიყენება 300-500 მლ მ2-ზე.

შეფუთვა: 100 მლ, 250 მლ, 500 მლ, 1 ლ, 5 ლ, 20 ლ შეფუთვები.