ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

CPV+CCV+ ჟიარდია ლამბლიას ანტიგენის კომბინირებული სწრაფი ტესტ-კასეტა

ძაღლის პარვოვირუსის ანტიგენის + ძაღლის კორონავირუსის ანტიგენის + ჟიარდია ლამბლიას ანტიგენის დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის.

გამოყენება: CPV + CCV + ჟიარდია ლამბლიას ანტიგენის კომბინირებული სწრაფი ტესტ-კასეტა წარმოადგენს კომბინირებულ კასეტას ძაღლის განავალში ან ნაღებინებ მასაში ძაღლის პარვოვირუსის ანტიგენისა და ძაღლის კორონავირუსის ანტიგენისა და ჟიარდია ლამბლიას ანტიგენის არსებობის დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის.

პრინციპი: სატესტო მოწყობილობას აქვს სამი სატესტო ფანჯარა. თითოეულ სატესტო ფანჯარას აქვს უხილავი T (ტესტის) ზონა და C (საკონტროლო) ზონა. როდესაც ნიმუში განთავსდება კასეტაზე არსებულ ნიმუშის ფოსოში, სითხე ლატერალურად მიედინება ტესტის ზოლის ზედაპირზე. იმ შემთხვევაში, თუ ნიმუშში იქნება CPV ან CCV ან ჟიარდიას ანტიგენი, ხილული T ხაზი გამოჩნდება შესაბამის სატესტო ფანჯარაში. C ხაზი ყოველთვის უნდა გამოჩნდეს ნიმუშის გამოყენების შემდეგ, რაც მიუთითებს სწორ შედეგზე. აღნიშნული საშუალებით, კასეტას შეუძლია ზუსტად მიუთითოს CPV ან CCV ან ჟიარდიას ანტიგენის არსებობა ნიმუშში.

შენახვა და სტაბილობა:
შეინახეთ შეფუთულ მდგომარეობაში, დალუქულ პაკეტში ოთახის ტემპერატურაზე ან მაცივარში (2-30°C). ტესტი სტაბილურია ვარგისობის ვადის გასვლამდე. ტესტ-კასეტა გამოყენებამდე უნდა იყოს დალუქულ პაკეტში. არ გაყინოთ. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
სიფრთხილის ზომები
• ყველა ნიმუშს მოეპყარით ისე, როგორც ინფექციის აღმძვრელის შემცველ ნიმუშს. ტესტირების დროს დაიცავით დადგენილი სიფრთხილის ზომები მიკრობიოლოგიური საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით და დაიცავით ნიმუშების სათანადო უტილიზაციის სტანდარტული პროცედურები.
• გაიკეთეთ ერთჯერადი ხელთათმანები და თვალის დამცავი საშუალებები ნიმუშების ტესტირებისას.
• ტენიანობამ და ტემპერატურამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს შედეგებზე.
• უშუალოდ გამოყენებამდე არ ამოიღოთ ტესტ-კასეტა პაკეტიდან.
• ტესტ-სისტემა არ გამოიყენოთ განმეორებით.
• არ შეურიოთ სხვა პარტიის კომპონენტებთან და სხვადასხვა პროდუქტებთან.

მოწოდებული მასალები:
● ტესტ-კასეტები ● პიპეტები ● პლასტმასის სინჯარები ბუფერით
● ტამპონები ● შეფუთვის ჩანართი
საჭირო მასალები, რომელიც არ არის მოწოდებული:
● ტაიმერი

გამოყენების წესი:
ტესტირების დაწყებამდე, ტესტ-კასეტა, ნიმუში, ბუფერი და/ან საკონტროლო საშუალებები გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე (15-30°C).
1. შეაგროვეთ ძაღლის განავალი ან ნაღებინები მასა ნაცხის ჩხირით ძაღლის ანუსიდან ან მიწიდან. განავლის ნაცხის რაოდენობა შემდეგია:

1. არასაკმარისი
2. კარგი
3. კარგი
4. ძალიან ბევრი

2. მოათავსეთ სველი ტამპონი ბუფერიან სინჯარაში, რომელიც თან ახლავს ტესტ-სისტემას. დაატრიალეთ და შეანჯღრიეთ ნიმუში საკმარისი ექსტრაქციის უზრუნველსაყოფად.
3. მოათავსეთ ტესტ-კასეტა სუფთა და სწორ ზედაპირზე. დაიჭირეთ პიპეტი ვერტიკალურ მდგომარეობაში და გადაიტანეთ ამოღებული ნიმუშის 3 წვეთი (დაახლოებით 120 მკლ) ტესტ-კასეტის თითოეულ ნიმუშის ფოსოში, შემდეგ ჩართეთ ტაიმერი. იხილეთ ზემოთ წარმოდგენილი სურათი.
4. წაიკითხეთ შედეგი 5-10 წუთში. არ მოახდინოთ შედეგების შეფასება 15 წუთის შემდეგ.

შედეგების შეფასება:
დადებითი: როგორც C ხაზის, ასევე T ხაზის არსებობა, მიუხედავად იმისა, რომ T ხაზი ძლიერია თუ სუსტი.
უარყოფითი: ჩნდება მხოლოდ ნათელი C ხაზი.
არასწორია: C ზონაში ფერადი ხაზი არ ჩანს, მიუხედავად T ხაზის არსებობისა.

შეზღვუდვები:
CPV+CCV+ ჟიარდია ლამბლიას ანტიგენის კომბინირებული სწრაფი ტესტ-კასეტა არის in vitro დიაგნოსტიკური გამოყენებისთვის მხოლოდ ძაღლებისთვის. ყველა შედეგი განიხილება სხვა კლინიკურ ინფორმაციასთან ერთად, რომელსაც მოგაწოდებთ ვეტერინარის. შედეგების დასადასტურებლად, რეკომენდებულია დამადასტურებელი მეთოდები, როგორიცაა PCR და მიკროსკოპია.