ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

CDV-ძაღლის ჭირის ვირუსის ანტიგენის სწრაფი ტესტ-კასეტა

დანიშნულება

CDV ანტიგენის სწრაფი ტესტ-კასეტა არის გვერდითი ნაკადის იმუნოქრომატოგრაფიული ანალიზი ძაღლის ჭირის ანტიგენის ხარისხობრივი გამოვლენის მიზნით  ცხვირის/თვალის სეკრეტში.

პრინციპი

CDV ანტიგენის სწრაფი ტესტ-კასეტა არის თვისებრივი გვერდითი ნაკადის იმუნოქრომატოგრაფიული ანალიზი ძაღლის ჭირის (CDV) ანტიგენის გამოსავლენად. ტესტ-კასეტა აქვს ფანჯარა ტესტირებისთვის. ტესტირების ფანჯარას აქვს T (ტესტი) ზონა და C (საკონტროლო) ზონა.  ტესტირების დროს ნიმუში თავსდება კასეტის ფოსოში. თუ CDV ანტიგენები ნიმუშშია, ისინი წინასწარ დაფარულ ანტი-CDV ანტისხეულებთან რეაქციაში შედიან ტესტ-ზოლზე.  შემდეგ ნარევი ქრომატოგრაფიულად მიგრირებს გარსის ზემოთ კაპილარული მოქმედების შედეგად და რეაგირებს გარსის ანტი-CDV ანტისხეულებთან მიმართებაში ტესტ-ზონაში. თუ ნიმუში შეიცავს ძაღლის ჭირის ინფექციას, ტესტის ზონაში გამოჩნდება ფერადი ხაზი, რომელიც მიუთითებს დადებით შედეგზე. თუ ნიმუში არ შეიცავს CDV ანტიგენებს, ტესტის ხაზის არეში არ გამოჩნდება ფერადი ხაზი, რაც მიუთითებს უარყოფით შედეგზე. როგორც პროცედურული კონტროლი, ფერადი ხაზი ყოველთვის ჩნდება საკონტროლო ხაზის არეში, რაც გვიჩვენებს, რომ მოხდა ნიმუშის სათანადო მოცულობის დამატება და დაფიქსირდა ანთებითი პროცესი.

შენახვის წესი

შეინახეთ დალუქულ პაკეტში ოთახის ტემპერატურაზე ან მაცივარში (2-30°C). ტესტ-კასეტა ვარგისია დალუქულ პაკეტზე დაბეჭდილი ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე.  ტესტ-კასეტა გამოყენებამდე უნდა რჩებოდეს დალუქულ პაკეტში. არ გაყინოთ.  არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

უსაფრთხოების ზომები:

  • არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
  • თითოეულ ნიმუშს მოექეცით ისე, როგორც ინფექციურ აგენტებს. დაიცავით დადგენილი უსაფრთხოების ზომები მიკრობიოლოგიური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად ანალიზის  აღების დროს და ასევე, სტანდარტული პროცედურები ნიმუშების სათანადოდ განადგურების მიზნით.
  • ნიმუშების შემოწმებისას გამოიყენეთ ერთჯერადი ხელთათმანები და თვალის დამცავი საშუალება.
  • ტენიანობამ და ტემპერატურამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს შედეგებზე.
  • არ ამოიღოთ ტესტ-კასეტა პაკეტიდან უშუალოდ გამოყენებამდე.
  • არ გამოიყენოთ ტესტის ნაკრები ხელმეორედ.
  • არ აურიოთ სხვადასხვა ნაკრებისა თუ პროდუქტების კომპონენტები  ერთმანეთში.

მოწოდებული მასალა:

  • სატესტო კასეტები – საწვეთურები (პიპეტები)
  • პლასტმასის მილები ბუფერით – ტამპონები
  • ინსტრუქცია

საჭირო მასალა, რომელიც არ არის მოწოდებული

  • ტაიმერი

ანალიზის აღების წესი:

ტესტის დაწყებამდე აცადეთ ტესტ-კასეტას, ნიმუშს, ბუფერს და/ან კონტროლს, დაბალანსდეს ოთახის ტემპერატურაზე (15-30 °C).

  1. ამოიღეთ ტესტის კასეტა ფოლგირებული პაკეტიდან და გამოიყენეთ ის, რაც შეიძლება მალე. საუკეთესო შედეგების მისაღებად,  ანალიზი აიღეთ ერთი საათის განმავლობაში.
  2. შეაგროვეთ ძაღლის თვალისა და ცხვირის გამონადენი ტამპონის გამოყენებით. ტამპონი უნდა იყოს საკმარისად სველი.

შენიშვნა:   ძაღლის თვალის სეკრეციები აიღეთ ზედა და ქვედა ქუთუთოდან, მოერიდეთ ნიმუშის აღებას თვალის კუთხეში.

  1. მოათავსეთ სველი ტამპონი ბუფერიან პლასტიკურ საცდელ მილში. აურიეთ, რათა უზრუნველყოთ ნიმუშის ხარისხიანი მოპოვება.
  2. მოათავსეთ ტესტ-კასეტა სუფთა და თანაბარ ზედაპირზე. პიპეტი დაიკავეთ ვერტიკალურად, ამოიღეთ ნიმუში და 3 წვეთი (დაახ. 120 μl) მოათავსეთ ტესტ-კასეტის ფოსოში. შემდეგ ჩართეთ ტაიმერი.იხილეთ სურათი ქვემოთ.
  3. წაიკითხეთ შედეგები 5-10 წუთის განმავლობაში. ნუ მოახდენთ შედეგების ინტერპრეტირებას 15 წუთის შემდეგ.

ანალიზის შედეგები:

დადებითი: როგორც C ხაზის, ასევე T ხაზის არსებობა, მიუხედავად იმისა T

ხაზი ნათელი თუ ბუნდოვანია.

უარყოფითი: ჩნდება მხოლოდ მკაფიო C ხაზი.

არავალიდური:  C ზონაში არც ერთი ფერადი ხაზი არ ჩანს, მიუხედავად იმისა ჩნდება  თუ არა T ხაზი .O

შეზღუდვა:

CDV ანტიგენის სწრაფი ტესტ-კასეტა განკუთვნილია მხოლოდ ძაღლებში ინ ვიტრო დიაგნოსტიკისთვის. ყველა შედეგის გათვალისწინება  ვეტერინარისგან მიღებულ სხვა კლინიკურ ინფორმაციასთან ერთად უნდა მოხდეს. შედეგების დადასტურების მიზნით,  რეკომენდებულია ისეთი  მეთოდების გამოყენება,  როგორიცაა PCR (polymerase chain reaction-პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია).