ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
ჰეპარენ დეტოქსი
პერორალური ხსნარი – ცხოველის საკვები დანამატი
ღვიძლის მატონიზირებელი საშუალება
შემადგენლობა: 1 ლიტრში
სორბიტოლი | 600 გ |
ქოლინის ქლორიდი | 75 გ |
ბეტაინი | 60 გ |
ლიზინის ჰიდროქლოიდი | 20 გ |
L კარნიტინი | 25 გ |
არომატიზირებული დამხმარე ნივთიერება, რომელიც შეიცავს მცენარეულ ექსტრაქტებს (არტიშოკი 1%, როზმარინი 1%, ოხრახუში 0,5%, აბზინდა 0,5%, ბერძნული ულუმბო 0,5%) |
3,5% |
პროპილენგლიკოლი | 150 გ |
დამხმარე ნივთიერებები PW | 1 ლიტრამდე |
ჩვენება: ჰეპარენის დეტოქსი აძლიერებს მეტაბოლიზმს და იმუნიტეტს, აუმჯობესებს მადას და საკვების ათვისებას. მისი სტაბილიზაციის ეფექტი წარმოდგენს მნიშვნელოვან უპირატესობას პარენქიმულ ორგანოებზე (ღვიძლი, თირკმელები), განსაკუთრებით ღირებულია ხშირი მოწამვლისას. სასურველია წყლის მიღების შემცირებისას.
სორბიტოლი: ასტიმულირებს ნაღვლის ფუნქციებს, შესაბამისად საკვები ნივთიერებების ათვისებას (განსაკუთრებით ცხიმების ემულსიფიკაციას და ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვას: A, D, K და E).
ქოლინი: აცეტილქოლინის პრეკურსორი, რომელიც მონაწილეობს ლიპიდურ მეტაბოლიზმში.
ბეტაინი: მეთილის შემცველი ამინომჟავა, მისი ლიპოტროპული ფუნქცია ხელს უშლის ღვიძლის ცხიმოვან დაავადებას. ის ასრულებს ოსმოსური აგენტის როლს, რომელსაც იყენებენ უჯრედები ოსმოსური სტრესისგან, დეჰიდრატაციის ან სითბოს სტრესისგან დასაცავად.
ლიზინი: ალიფატური ამინომჟავა, რომელიც კვების აუცილებელი კომპონენტია.
L კარნიტინი დადებითად მოქმედებს პანკრეასის სეკრეტორულ ფუნქციაზე, სპერმატოგენეზსა და სპერმის მოძრაობაზე, ასევე წონის მატებაზე, ნაყოფის განვითარებაზე, ზრდა-განვითარებაზე.
ღვიძლის, ნაღვლისა და ნაწლავების ფუნქციების გაუმჯობესებით და სტიმულირებით, ჰეპარენი დეტოქსი აადვილებს ყველა საკვები ნივთიერების მონელებას და ტოქსინების გამოდევნას ინტენსიური წარმოების პერიოდში ან კვების რეჟიმის შეცვლისას.
შერეული მცენარეული ნაყენები ხელს უწყობს მადას და აუმჯობესებს ღვიძლისა და თირკმელების მუშაობას.
სამიზნე სახეობები: ყველა სახეობის ცხოველები
გამოყენების წესი და დოზირება:
შეურიეთ ჰეპარენ დეტოქსი სასმელ წყალში.
სისტემატიური გამოყენება ღორებში, ფრინველებში 1 ლ / 1000ლ სასმელ წყალზე 5-10 დღის განმავლობაში.
ინდივიდუალური გამოყენება:
-1 მ-დან 2 მლ-მდე 10 კგ წონაზე ზედიზედ 5-10 დღის განმავლობაში.
ცხენები, რქოსანი მსხვილფეხა პირუტყვი: 50-დან 80 მლ-მდე დღეში, ახალგაზრდა ცხოველებში – 30 მლ/დღეში.
ცხვარი, თხა, ხბო: 5 მლ-დან 15 მლ-მდე დღეში.
ღორი: 10-დან 30 მლ-მდე დღეში. დედალი ღორი 45 მლ/დღეში
კურდღელი, ფრინველი: 1 მლ-დან 2 მლ-მდე ლიტრ სასმელ წყალში.
ძაღლი და კატა:
- ლეკვები 2-5 მლ / დღეში 10 დღის განმავლობაში;
- ზრდასრული ძაღლები 10 მლ დღეში 10 დღის განმავლობაში;
- ახალგაზრდა კატა 2 მლ / დღეში 10 დღის განმავლობაში;
- ზრდასრული კატა 5 მლ / დღეში 10 დღის განმავლობაში.
გვერდითი რეაქცია: არა.
უკუჩვენებები: აღწერილი არ არის.
ლოდინის პერიოდი: არა.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ და გრილ, ტენისა და სინათლისგან დაცულ ადგილას. მოარიდეთ ბავშვებს. შეინახეთ დახურულ კონტეინერებში. გაიცემა ურეცეპტოდ.
ვარგისობის ვადა: 2 წელი
შეფუთვა: 100 მლ, 250 მლ, 1 ლ, 5 ლ