ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
აღწერა: წებო “ტრაპკოლი” – არის უფერო, გამჭვირვალე წებვადი მასა, რომელიც არ შეიცავს ინსექტიციდს. წებო “ტრაპკოლი”-ის შემადგენლობაში შედის: პოლიბუთილენი – 80,83%, პოლიიზობუთილენი – 9,60%, ციკლოზანი – 9,57%.
წებოს “ტრაპკოლი” ახასიათებს ხანგრძლივი დასაფიქსირებელი მოქმედება ფრთიანი ბუზებისა და სინანტროპული ტარაკნების მიმართ.
წებო “ტრაპკოლი” განკუთვნილია მღრღნელების გასანადგურებლად სახლის თაგვების, ახალგაზრდა ვირთაგვების (100 გ-მდე წონით) და მემინდვრიების დაჭერის გზით, საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ შენობებში, ბაღებსა და ბოსტნებში, მათ შორის ისეთ ადგილებში, სადაც არ არის სასურველი შხამ-ქიმიკატას გამოყენება, და მწერების (ფრთიანი ბუზები, ტარაკნები და ა.შ.) გასანადგურებლად სხვადასხვა დანიშნულების შენობებში: საცხოვრებელ, საბავშვო, საწარმოო, სამკურნალო-პროფილაქტიკურ, საკვებ დაწესებულებებში სადეზინფექციო საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე ორგანიზაციის სპეციალისტების და მოსახლეობის მიერ საყოფაცხოვრებო პირობებში (საყოფაცხოვრებო პირობებში გამოყენების ეტიკეტის შესაბამისად).
გამოყენების წესი
მღრღნელების განადგურება:
წებო “ტრაპკოლი” არის მღრღნელების გასანადგურებელი მექანიკური საშუალება.
წებო “ტრაპკოლი” უფრო ეფექტურია სახლის თაგვების და მემინდვრიების მიმართ. ვირთაგვები (100 გ-მდე წონით) ეწებებიან მასზე, მაგრამ ავლენენ სიფრთხილეს, ამიტომ ვირთაგვების საწინააღმდეგოდ წებოს გამოყენება შეიძლება, როგორც განადგურების დამატებითი საშუალება.
მღრღნელების გასანადგურებლად წებოს თხელ ფენას უსვამენ ქაღალდის, პლასტმასის და სხვა სახის გლუვი ზედაპირის მქონე საგებზე. საშუალების წებვადობა იძენს შეუქცევად ხასიათს საგებზე მისი წასმიდან 30 წუთის შემდეგ.
თაგვებისა და მემინდვრიების გასანადგურებლად გამოიყენება საგები (მყარი ქაღალდი, პოლიეთილენის ფირი, მუყაო, ორგალიტი) ზომით არანაკლებ 10×25 სმ; წებოს ზოლის სიგანე – 1-2 სმ, ზოლებს შორის მანძილი უნდა იყოს 3-5 სმ. ვირთაგვების საწინააღმდეგოდ საგები უნდა იყოს განლაგებული მყარად, ზომით 25×30 სმ; წებოს ზოლის სიგანე – 3-5 სმ, ზოლებს შორის მანძილი უნდა იყოს 5-10 სმ. საგების ცენტრში განათავსეთ სატყუარა.
საგები უნდა იყოს განთავსებული მღრღნელების ბინადრობის წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში კედლების, ტიხრების გასწვრივ, სოროებთან და ა.შ. საგები უნდა იყოს განთავსებულია დაფარულ ადგილებში (კარადების ქვეშ, დაფარული დაფებით და ა.შ.) ან სპეცუალურ ჭურჭელში (სატყუარა ყუთები, სადრენაჟო მილები, ღარები, კოლოფები და ა.შ.). ეს ამცირებს წებოს დაბინძურებას და გაართულებს ცხოველების არამიზნობრივი ჯიშების წვდომას წებოსთან. წებოს საგებებს შორის მანძილი უნდა იყოს 3-15 მ, შენობის დაბინძურების, მღრღნელების რადენობისა და განაწილების მიხედვით.
დალაგებული წებოს საგებები პერიოდულად უნდა შემოწმდეს მიწებებული ცხოველების ასაღებად და გაფუჭებული (დაბინძურებული) საგებების ახლით შეცვლის მიზნით. თუ საგებზე არ არის მღრღნელი 10 დღის განმავლობაში, ის უნდა იქნას გადატანილი სხვა ადგილზე.
სამუშაოების დასრულების შემდეგ საგებები უნდა შეგროვდეს შემდგომი უტილიზაციის მიზნით.
მწერების განადგურება:
ფრთიანი ბუზების განადგურება
შენობებში ფრთიანი ბუზების გასანადგურებლად, ძირითადად, გამოიყენება მექანიკური საშუალებები (წებოვანი ფურცლები, დასაკრავი საშუალებები, წებოს მახეები).
წებოვანი ფურცლების მოსამზადებლად, ბუზების განადგურების და მათი რაოდენობის აღრიცხვის მიზნით, გამოიყენება მყარი ქაღალდი, მუყაო ან გასანთლული ქაღალდი ზომით 10 x 15 სმ.
წაუსვით წებოს თხელი ფენა ქაღალდის ფურცელზე ერთ ფურცელზე 2 გ წებოს გაანგარიშებით. ფურცლებს ათავსებენს იატაკზე 3-5 ფურცლის გაანგარიშებით 10 მ2-ზე, ბუზების ბინადრობის ადგილებში (ფანჯრის რაფებზე, კარადებში, მაგიდებზე, თაროებზე და სხვა), შეიძლება წებოვანი ფურცლების დაკიდება (პლაფონებზე, კედლებზე და ა.შ. ლეიკოსალბუნის ან წებვადი ლენტის საშუალებით). ბუზებით შევსების ან გაშრობის შემდეგ ფურცლები უნდა შეიცვალოს. გამოყენებული ფურცლები გადააგდეთ ნაგავში.
ტარაკნების განადგურება
სინანტროპული ტარაკნების გასანადგურებლად და მათი რაოდენობის აღრიცხვის მიზნით წებოვანი ფურცლები მზადდება იგივე წესით და წებოს ხარჯვის რაოდენობით, როგორც ბუზების განადგურების შემთხვევაში.
წებოვანი ფურცლები უნდა იქნას განთავსებული, ძირითადად, ბნელ ადგილებში ჰორიზონტალურ ზედაპირებზე, ტარაკნების კონცენტრაციისა და გადაადგილების ადგილებში. აუცილებლობის შემთხვევაში წებოვანი ფურცლების დამაგრება შეიძლება ვერტიკალურად ლეიკოსალბუნის ან წებვადი ლენტის გამოყენებით. ტარაკნების მოსაზიდად წებოვანი ლენტის ზედაპირზე შეიძლება საკვები სატყუარას დადება – ხორბლის პურის ნატეხი ზომით 1×2 სმ მზესუმზირის ზეთით.
წებოვანი ფურცლები განათავსეთ ადგილებში, სადაც ყველაზე ხშირია ტარაკნების გამოჩენა: პლინტუსების გასწვრივ, ნიჟარების ქვეშ, აბაზანის ქვეშ, თაროებზე, მაცივრის ქვეშ, გათბობის და წყლის სისტემის მილების შემოსვლის და გასვლის ადგილებში, ხვრელებში (კედლებში და ა.შ.). წებოვან ფურცლებს ათავსებენს იატაკზე 3-5 ფურცლის გაანგარიშებით 10მ2-ზე. ტარაკნებით შევსების შემდეგ ფურცლები გადააგდეთ ნაგავში და შეცვალეთ ახლით.
შენახვის პირობები: საშუალება შეინახეთ დახურულ, მშრალ სასაწყობო შენობებში, ბავშვებისათვის და შინაური ცხოველებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, ცალკე საკვები პროდუქტებისგან, პრეპარატებისგან, სასმელი წყლისა და ფურაჟისგან. ტრანსპორტირებისა და შენახვის ტემპერატურული რეჟიმი არანაკლებ მინუს 5˚C და არაუმეტეს პლუს 45˚C.
შენახვის ვადა: ვარგისიანობის ვადა შეადგენს 3 წელს მწარმოებლის გაუხსნელ შეფუთვაში.
შეფუთვა: საშუ

