ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

ძაღლის CPV + ჟიარდია ლამბლიას ანტიგენის კომბინირებული სწრაფი ტესტ-კასეტა

CPV + ჟიარდია ლამბლიას ანტიგენის კომბინირებული სწრაფი ტესტ-კასეტა ძაღლის პარვოვირუსის ანტიგენის და ჟიარდია ლამბლიას ანტიგენის არსებობის დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის

გამოყენება: CPV + ჟიარდია ლამბლიას ანტიგენის კომბინირებული სწრაფი ტესტ-კასეტა (განავალი / ნაღებინები მასა) წარმოადგენს კომბინირებულ კასეტას ძაღლის პარვოვირუსის ანტიგენის და ჟიარდია ლამბლიას ანტიგენის არსებობის დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის ძაღლის განავალში ან ნაღებინებ მასაში.

პრინციპი: სატესტო მოწყობილობას აქვს ორი სატესტო ფანჯარა. თითოეულ სატესტო ფანჯარაზე წარმოდგენილია უხილავი T (ტესტის) ზონა და C (საკონტროლო) ზონა. როდესაც ნიმუში განთავსდება კასეტაზე არსებულ ნიმუშის ფოსოში, სითხე ლატერალურად მიედინება ტესტის ზოლის ზედაპირზე. თუ ნიმუშში წარმოდგენილი იქნება CPV ან ჟიარდია ლამბლიას ანტიგენები, ხილული T ხაზი გამოჩნდება შესაბამის სატესტო ფანჯარაში. C ხაზი ყოველთვის უნდა გამოჩნდეს ნიმუშის გამოყენების შემდეგ, რაც სწორ შედეგზე მიუთითებს. აღნიშნული საშუალებით, კასეტას შეუძლია ზუსტად მიუთითოს CPV ან ჟიარდია ლამბლიას ანტიგენის არსებობა ნიმუშში.

შენახვა და სტაბილობა:
შეინახეთ შეფუთულ მდგომარეობაში, დალუქულ პაკეტში ოთახის ტემპერატურაზე ან მაცივარში (2-30°C). ტესტი სტაბილურია ვარგისობის ვადის გასვლამდე. ტესტ-კასეტა გამოყენებამდე უნდა დარჩეს დალუქულ პაკეტში. არ გაყინოთ. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

სიფრთხილის ზომები:
• ყველა ნიმუშს მოეპყარით ისე, როგორც ინფექციის აღმძვრელის შემცველ ნიმუშს. ტესტირების დროს დაიცავით დადგენილი სიფრთხილის ზომები მიკრობიოლოგიური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და დაიცავით ნიმუშების სათანადო უტილიზაციის სტანდარტული პროცედურები.
• გაიკეთეთ ერთჯერადი ხელთათმანები და თვალის დამცავი საშუალებები ნიმუშების ტესტირებისას.
• ტენიანობამ და ტემპერატურამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს შედეგებზე.
• უშუალოდ გამოყენებამდე არ ამოიღოთ ტესტ-კასეტა თავისი პაკეტიდან.
• ტესტ-სისტემა არ გამოიყენოთ განმეორებით.
• არ შეურიოთ სხვა პარტიის კომპონენტებთან და სხვადასხვა პროდუქტებთან.

ხელმისაწვდომი მასალები:
● ტესტ-კასეტები ● პიპეტები ● პლასტმასის სინჯარები ბუფერი
● ჩხირები ● შეფუთვის ჩანართი

საჭირო მასალები, რომელიც არ არის მოწოდებული:
● ტაიმერი

გამოყენების წესი:
ტესტის დაწყებამდე, გააჩერეთ ტესტ-კასეტა, ნიმუში, ბუფერი ოთახის ტემპერატურაზე (15-30 °C).
1. შეაგროვეთ ძაღლის განავალი ან ნაღებინები მასა ნაცხის ჩხირით ძაღლის ანუსიდან ან მიწიდან. განავლის ნაცხის რაოდენობა წარმოდგენილია შემდეგი სახით:

1. არასაკმარისი
2. კარგი
3. კარგი
4. ძალიან ბევრი

2. მოათავსეთ სველი ტამპონი ბუფერიან სინჯარაში, რომელიც თან ახლავს ტესტ-სისტემას. დაატრიალეთ და შეანჯღრიეთ ნიმუში საკმარისი ექსტრაქციის უზრუნველსაყოფად.
3. ამოიღეთ ტესტ-კასეტა ფოლგის პაკეტიდან და გამოიყენეთ შეძლებისდაგვარად სწრაფად. საუკეთესო შედეგი მიიღება იმ შემთხვევაში, თუ ანალიზი ჩატარდება ერთი საათის განმავლობაში.
4. მოათავსეთ ტესტ-კასეტა სუფთა და სწორ ზედაპირზე. დაიჭირეთ პიპეტი ვერტიკალურ მდგომარეობაში და გადაიტანეთ გახსნილი ნიმუშის 3 წვეთი (დაახლოებით 120 მკლ) ტესტ-კასეტის თითოეული ნიმუშის ფოსოში (S), შემდეგ ჩართეთ ტაიმერი. იხილეთ ქვემოთ წარმოდგენილი სურათი.
5. წაიკითხეთ შედეგი 5-10 წუთში. არ მოახდინოთ შედეგების შეფასება 15 წუთის შემდეგ.

შედეგების შეფასება:
დადებითი: როგორც C ხაზის, ასევე T ხაზის არსებობა, მიუხედავად იმისა, T ხაზი ძლიერია თუ სუსტი.
უარყოფითი: ვლინდება მხოლოდ ნათელი C ხაზი.
არასწორი: არცერთი ფერადი ხაზი არ ჩანს C ზონაში, მიუხედავად T ხაზის არსებობისა.

შეზღვუდვები:
CPV + ჟიარდია ლამბლიას ანტიგენი კომბინირებული სწრაფი ტესტ-კასეტა განკუთვნილია მხოლოდ in vitro დიაგნოსტიკისთვის. ყველა შედეგი განიხილება სხვა კლინიკურ ინფორმაციასთან ერთად, რომელსაც მოგაწოდებთ ვეტერინარი. შედეგების დასადასტურებლად, რეკომენდებულია დამადასტურებელი მეთოდები, როგორიცაა PCR და მიკროსკოპია.