ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

CPV ანტისხეულების სწრაფი ტესტ-კასეტა

ძაღლის პარვოვირუსის ანტისხეულების ნახევრად რაოდენობრივი გამოვლენისთვის

გამოყენება: CPV ანტისხეულების სწრაფი ტესტ-კასეტა (შრატი/პლაზმა) წარმოადგენს გვერდითი დინების იმუნოქრომატოგრაფიულ ანალიზს ძაღლის პარვოვირუსის ანტისხეულების ნახევრად რაოდენობრივი გამოვლენისთვის ძაღლის შრატში ან პლაზმაში.

პრინციპი: ტესტ-კასეტას აქვს სატესტო ფანჯარა ანალიზის მიმდინარეობასა და შედეგების ჩვენებაზე დასაკვირვებლად. სატესტო ფანჯარას აქვს უხილავი T (ტესტი) ზონა და C (საკონტროლო) ზონა ანალიზის დაწყებამდე. როდესაც დამუშავებული ნიმუში განთავსდება კასეტაზე არსებულ ნიმუშის ფოსოზე, სითხე ლატერალურად მიედინება ტესტის ჩხირის ზედაპირზე და რეაგირებს წინასწარ დაფარულ CPV ანტიგენებთან. თუ ნიმუშში წარმოდგენილია ანტი-CPV ანტისხეულები, გამოჩნდება ხილული T ხაზი. C ხაზი ყოველთვის უნდა გამოჩნდეს ნიმუშის გამოყენების შემდეგ, რაც სწორ შედეგზე მიუთითებს.
შენახვა და სტაბილურობა: შეინახეთ შეფუთულ მდგომარეობაში, დალუქულ პაკეტში ოთახის ტემპერატურაზე ან მაცივარში (2-30 °C). ტესტ-კასეტა სტაბილურია ვარგისობის ვადის გასვლამდე. ტესტ-კასეტა გამოყენებამდე უნდა იყოს დალუქულ პაკეტში. არ გაყინოთ. არ შეინახოთ ტესტ-სისტემა მზის სინათლის პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ.

სიფრთხილის ზომები:
• ყველა ნიმუშს მოეპყარით ისე, როგორც ინფექციის აღმძვრელის შემცველ ნიმუშს. ტესტირების დროს დაიცავით დადგენილი სიფრთხილის ზომები მიკრობიოლოგიური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და დაიცავით ნიმუშების სათანადო უტილიზაციის სტანდარტული პროცედურები.
• გაიკეთეთ ერთჯერადი ხელთათმანები და თვალის დამცავი საშუალებები ნიმუშების ტესტირებისას.
• ტენიანობამ და ტემპერატურამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს შედეგებზე.
• უშუალოდ გამოყენებამდე არ ამოიღოთ ტესტ-კასეტა პაკეტიდან.
• ტესტ-სისტემა არ გამოიყენოთ განმეორებით.
• არ შეურიოთ სხვა პარტიის კომპონენტებთან და სხვადასხვა პროდუქტებთან.

მოწოდებული მასალები
● ტესტ-კასეტები ● პიპეტები
● ბუფერი ● შეფუთვის ჩანართი
● ფერის ბარათი
საჭირო მასალა, რომელიც არ არის მოწოდებული:
● ნიმუშების ასაღები კონტეინერები
● ცენტრიფუგა (მხოლოდ პლაზმისთვის) ● ტაიმერი

გამოყენების წესი:
ტესტირების დაწყებამდე ტესტ-კასეტა, ნიმუში, ბუფერი და/ან საკონტროლო საშუალებები გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე (15-30°C).
1. ამოიღეთ ტესტ-კასეტა ფოლგის პაკეტიდან და გამოიყენეთ შეძლებისდაგვარად სწრაფად. საუკეთესო შედეგები მიიღება იმ შემთხვევაში, თუ ანალიზი ერთი საათის განმავლობაში ჩატარდება.
2. აიღეთ ძაღლის ახალი სისხლი და გამოყავით შრატი ან პლაზმა სისხლიდან შეძლებისდაგვარად სწრაფად, ჰემოლიზის თავიდან ასაცილებლად. გამოიყენეთ მხოლოდ გამჭვირვალე, არაჰემოლიზებული ნიმუშები. არ დატოვოთ ნიმუშები ოთახის ტემპერატურაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. შრატისა და პლაზმის ნიმუშების შენახვა შეიძლება 2-8 °C ტემპერატურაზე 3 დღემდე. გრძელვადიანი შენახვის შემთხვევაში, ნიმუშები უნდა ინახებოდეს -20°C ტემპერატურაზე დაბლა.
3. მოათავსეთ ტესტ-კასეტა სუფთა და სწორ ზედაპირზე. დაიჭირეთ პიპეტი ვერტიკალურ მდგომარეობაში და გადაიტანეთ შრატის ან პლაზმის 1 წვეთი (დაახლოებით 40 მკლ) და დაუყოვნებლივ დაამატეთ ბუფერის 2 წვეთი (დაახლოებით 80 მკლ) ნიმუშის ფოსოში (S), შემდეგ ჩართეთ ტაიმერი. იხილეთ ქვემოთ წარმოდგენილი სურათი.
4. წაიკითხეთ შედეგები 10 წუთში T ხაზის ინტენსივობის შედარებით მოწოდებულ ფერად ბარათთან. არ მოახდინოთ შედეგების შეფასება15 წუთის შემდეგ.

შედეგების ინტერპრეტაცია
„C“ ხაზის არსებობა სწორ შედეგზე მიუთითებს. წაიკითხეთ შედეგი „T“ ხაზის ფერის ინტენსივობის შედარებით მოწოდებულ სტანდარტულ ფერთა ბარათთან.

G1 < 1:40 G2 = 1:40 G3 = 1:80
G4 = 1:160 G5 = 1:320 G6 > 1:640

დადებითი: როგორც „C“, ასევე „T“ ხაზის არსებობა. T ხაზი G3-ზე მაღალი ინტენსივობით განიხილება, როგორც დადებითი. T ხაზი < G3 არის სუსტი დადებითი და მიუთითებს CPV ანტისხეულების დაბალ დონეზე. T ხაზი G4-G5-ის ფარგლებში ძლიერ დადებითია. T ხაზი > G6 არის ძალიან ძლიერ დადებითი, რაც მიუთითებს ვირუსთან კონტაქტზე ბოლო დროს ან ინფექციაზე.
უარყოფითი: ჩნდება სუფთა C ხაზი. T ხაზი არ ჩანს, ან T ხაზი უფრო სუსტია ვიდრე G1. აღნიშნული ძალიან დაბალ CPV ტიტრზე მიუთითებს. შესაძლოა წარუმატებელი იმუნიზაცია.
არასწორი: არცერთი ხაზი არ ჩანს C ზონაში.

შეზღუდვები
CPV ანტისხეულების სწრაფი ტესტი განკუთვნილია მხოლოდ in vitro ვეტერინარული დიაგნოსტიკისთვის. ყველა შედეგი უნდა იქნას განხილული სხვა კლინიკურ ინფორმაციასთან ერთად, რომელსაც მოგაწოდებთ ვეტერინარი.