ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

ძაღლის გრიპის ვირუსის ანტიგენის (CIV Ag) სწრაფი ტესტ-კასეტა

CIV ანტიგენის სწრაფი ტესტ-კასეტა
ძაღლის გრიპის ვირუსის (CIV Ag) თვისებრივი გამოვლენისთვის

გამოყენება:
CIV ანტიგენის სწრაფი ტესტ-კასეტა (სეკრეტი) წარმოადგენს სენდვიჩის ტიპის გვერდითი დინების იმუნოქრომატოგრაფიულ ანალიზს ძაღლის გრიპის ვირუსის (CIV Ag) თვისებრივი გამოვლენისთვის ძაღლის თვალისა და ცხვირის სეკრეტში.

პრინციპი:
ტესტ-კასეტას აქვს სატესტო ფანჯარა. სატესტო ფანჯარას აქვს უხილავი T (ტესტის) ზონა და C (საკონტროლო) ზონა. როდესაც ნიმუში განთავსდება კასეტაზე არსებულ ნიმუშის ფოსოში, სითხე ლატერალურად მიედინება ტესტის ზოლის ზედაპირზე. თუ ნიმუშში წარმოდგენილია საკმარისი ძაღლის გრიპის ვირუსის ანტიგენი, ხილული T ხაზი გამოჩნდება T ზონაში. C ხაზი ყოველთვის უნდა გამოჩნდეს ნიმუშის გამოყენების შემდეგ, რაც მიუთითებს შედეგის სისწორეზე. აღნიშნული საშუალებით, კასეტას შეუძლია ზუსტად მიუთითოს ძაღლის გრიპის ვირუსის ანტიგენის არსებობა ნიმუშში.

შენახვა და სტაბილობა:
შეინახეთ შეფუთულ მდგომარეობაში დალუქულ პაკეტში ოთახის ტემპერატურაზე ან მაცივარში (2-30°C). ტესტი სტაბილურია დალუქულ პაკეტზე დაბეჭდილი ვარგისობის ვადის გასვლამდე. ტესტ-კასეტა გამოყენებამდე უნდა დარჩეს დალუქულ პაკეტში. არ გაყინოთ. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

სიფრთხილის ზომები:
• ყველა ნიმუშს მოეპყარით ისე, თითქოს ისინი შეიცავდეს ინფექციურ საშუალებებს. ტესტირების დროს დაიცავით დადგენილი სიფრთხილის ზომები მიკრობიოლოგიური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და დაიცავით ნიმუშების სათანადო უტილიზაციის სტანდარტული პროცედურები.
• გაიკეთეთ ერთჯერადი ხელთათმანები და თვალის დამცავი საშუალებები ნიმუშების ტესტირებისას.
• ტენიანობამ და ტემპერატურამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს შედეგებზე.
• უშუალოდ გამოყენებამდე არ ამოიღოთ ტესტ-კასეტა თავისი პაკეტიდან.
• ტესტ-სისტემა არ გამოიყენოთ განმეორებით.
• არ შეურიოთ სხვა პარტიის კომპონენტებთან და სხვადასხვა პროდუქტებთან.

მოწოდებული მასალები
● ტესტ-კასეტები ● პიპეტები ● პლასტმასის სინჯარები ბუფერით
● ტამპონები ● შეფუთვის ჩანართი
საჭირო მასალა, რომელიც შეფუთვას არ მოყვება:
● ტაიმერი

გამოყენების წესი:
ტესტირების დაწყებამდე, ტესტ-კასეტა, ნიმუში, ბუფერი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე (15-30°C).
1. ტამპონის ჩხირით აიღეთ ძაღლის თვალის და ცხვირის სეკრეტი. საკმარისად დაასველეთ ტამპონის ჩხირი.
2. მოათავსეთ სველი ტამპონი მოწოდებულ ბუფერულ სინჯარაში. აურიეთ იგი ნიმუშის კარგი ექსტრაქციის უზრუნველსაყოფად.
3. ტესტ-კასეტა მოათავსეთ სუფთა და სწორ ზედაპირზე. დაიჭირეთ პიპეტი ვერტიკალურ მდგომარეობაში და გადაიტანეთ ამოღებული ნიმუშის 4 წვეთი (დაახლოებით 160 მკლ) ტესტ-კასეტის ნიმუშის ფოსოში (S), შემდეგ ჩართეთ ტაიმერი. იხილეთ ქვემოთ წარმოდგენილი სურათი.
4. შედეგი წაიკითხეთ 5-10 წუთში. არ მოახდინოთ შედეგების შეფასება15 წუთის შემდეგ.

შედეგების შეფასება:
დადებითი: როგორც C ხაზის, ასევე T ხაზის არსებობა, არ აქვს მნიშვნელობა, T ხაზი ნათელია ან ბუნდოვანი.
უარყოფითი: ჩნდება მხოლოდ სუფთა C ხაზი.
არასწორი: არცერთი ფერადი ხაზი არ ჩანს C ზონაში, არ აქვს მნიშვნელობა გამოჩნდება თუ არა T ხაზი.

შეზღუდვები:
CIV ანტიგენის სწრაფი ტესტ-კასეტა განკუთვნილია მხოლოდ ვეტერინარული დიაგნოსტიკისთვის. ყველა შედეგი განიხილება სხვა კლინიკურ ინფორმაციასთან ერთად, რომელსაც მოგაწოდებთ ვეტერინარი. ზუსტი შედეგის მისაღებად, პრაქტიკაში საბოლოო განსაზღვრისთვის რეკომენდებულია სხვა მეთოდის გამოყენება, როგორიცაა PCR.