ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სახეობები:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

შემადგენლობა:  ცხოველების ციმბირის წყლულის საწინააღმდეგო ვაქცინა, ცოცხალი, სპოროვანი, თხევადი, წარმოადგენს მოთეთრო ფერის  ოპალესცირებულ სითხეს – ციმბირის წყლულის  55–ВНИИВВиМ შტამის, უკაფსულო, სუსტად ვირულენტურ კულტურის შენაწონს გლიცერინის 30%-იან ხსნარში.

ვაქცინის გამოყენების წესი: ვაქცინაციის წინ აუცილებელია პირუტყვის სულადობის კლინიკური დათვალიერება. ყველა სახეობის სასოფლო–სამეურნეო ცხოველების  პროფილაქტიკური აცრები რეკომენდებულია ჩატარდეს ორგანიზმის საუკეთესო ფიზიოლოგიური მდგომარეობის პერიოდში.

არ შეიძლება ცოცხალი ვაქცინა შტამი 55–ВНИИВВиМ-ით აცრების ჩატარება მეურნეობებში ცხოველების მწვავე ინფექციური დაავადებების არსებობის დროს. ასევე არ არის ნებადართული ცხოველების აცრა სხეულის მაღალი ტემპერატურის არსებობისას, დასუსტებულების, გამოფიტულების და მაკეობის ბოლო თვეში. ასეთ ცხოველებში  ვაქცინაციას უტარებენ  მათი გამოჯანმრთელების შემდეგ.

გადახრების თავიდან ასაცილებლად არ არის რეკომენდებული ცხოველების აცრა ცხელ და ცივ ამინდში.
აკრძალულია ცოცხალი ვაქცინა შტამი 55–ВНИИВВиМ-ის გამოყენება ერთდროულად სხვა ბიოლოგიურ და ქიმიურ პრეპარატებთან ეთად. აცრამდე 10 დღით ადრე და მისი გამოყენების შემდეგ 10 დღის განმავლობაში არ არის რეკომენდებული ცხოველების დამუშავება სხვა ინფექციური და ინვაზიური დაავადებების, ასევე კანზედა პარაზიტების წინააღმდეგ.
ვაქცინის გამოყენებისათვის ინსტრუმენტების მომზადების წესი.

დოზირება, მიღების გზები და მეთოდი: კანს ვაქცინის შეყვანის ადგილზე წინასწარ უტარებენ დეზინფექციას სპირტის 70%–იანი ხსნარით ან იოდის 5%–იანი ხსნარით.
ცხვრებსა და თხებში ვაქცინა შეყავთ კისრის შუა მესამედის მიდამოში ან თეძოს შიდა უბალნო ან გულმკერდის მონაკვეთში დოზით 0.5 მლ.
ველა ასაკის ცხენებში, მსხვილფეხა რქოსან საქონელში, ირმებში, ვირებში,ჯორებში და ბეწვეულის მომცემ ცხოველებში  ვაქცინა შეყავთ კისრის შუა მესამედის 1,0 მლ მოცულობით.
ღორებში 1,0 მლ დოზით – თეძოს შიდა ზედაპირზე ან ყურს უკან.
ვაქცინას იყენებენ ერთჯერადად ცხოველების პროფილაქტიკური და  იძულებითი აცრებისათვის, მკაცრად კანქვეშ.
გამოყენების წინ ფლაკონს თხევადი ვაქცინით გულმოდგინედ შეანჯღრევენ ერთგვაროვანი ნარევის მისაღებად, აცრების პროცესში ასევე საჭიროა  ვაქცინიანი ფლაკონის რამდენჯერმე შენჯღრევა.

ვაქცინის გამოყენების ჯერადობა:

ამთვისებელი ცხოველების აუცილებელი იმუნიზაციის სქემა ციმბირის წყლულის საწინააღმდეგო ვაქცინა შტამი 55-ის  გამოყენების დროს:

  • ბატკნებს და თიკნებს პირველად ცრიან 3 თვის ასაკის მიღწევისას (დედისგან მოცილების შემდეგ) და განმეორებით 9 თვის ასაკში;
  • ზრდასრულ დედა ცხვრებს და თხებს იმუნიზაციას უტარებენ წელიწადში ერთხელ მათგან მოზარდის მოცილების შემდეგ. იმავე დროს ცრიან წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მთელს ზრდასრულ სულადობას;
  • ხბოებს იმუნიზაციას უტარებენ პირველად 3 თვის ასაკის მიღწევისას და შემდეგ 9 თვის ასაკში, შემდგომ იმუნიზაციას უტარებენ როგორც ზრდასრულ ცხოველებს;
  • ზრდასრულ რქოსან ცხოველებს ცრიან წელიწადში ერთხელ;
  • კვიცებს პირველ იმუნიზაციას უტარებენ 9 თვის ასაკში (იძულებითი ვაქცინაციის შემთხვევაში – 3 თვის ასაკიდან), ხოლო შემდგომში უკვე როგორც ზრდასრულ ცხოველებს;
  • ზრდასრულ ცხენებს ცრიან წელიწადში ერთხელ;
  • ღორებს იმუნიზაციას უტარებენ 3 თვის ასაკიდან;
  • ყველა ასაკის აქლემს, დაწყებული 3 თვის ასაკიდან, იმუნიზაციას უტარებენ წელიწადში 1–ჯერ;
  • ვირებს და ჯორებს იმუნიზაციას უტარებენ 3 თვის ასაკიდან, შემდეგ წელიწადში 1–ჯერ;
  • ყველა ასაკის ირმებს იმუნიზაციას უტარებენ 3 თვის ასაკიდან, შემდეგ  წელიწადში 1–ჯერ;
  • ყველა ასაკის ბეწვეულის მომცემ ცხოველებს, იმუნიზაციას უტარებენ 3 თვის ასაკიდან, შემდეგ წელიწადში 1–ჯერ;

ცხვრებში და თხებში ვაქცინა შეყავთ კისრის შუა მესამედში, ან თეძოს შიდა ან გულმკერდის  უბალნო უბანში 0,5 მლ დოზით.
ყველა ასაკის ცხენებში, მსხვილფეხა რქოსან საქონელში, ირმებში, აქლემებში, ვირებში,ჯორებში და ბეწვეულის მომცემ ცხოველებში ვაქცინა შეყავთ კირის შუა მესამედში 1,0 მლ დოზით.
ღორებშიც ასევე 1,0 მლ დოზით თეძოს შიდა ზედაპირზე ან ყურს უკან.
იძულებით აცრებს ატარებენ წლის ნებისმიერ დროს, მიუხედავად ამ მეურნეობაში  ცხოველების ინფექციური დაავადებების არსებობისა.
არ არის ნებადართული აცრა მხოლოდ აშკარად დაავადებული ცხოველების სხეულის მომატებული ტემპერატურის დროს. ასეთ ცხოველებს ცრიან მხოლოდ მათი გამოჯანმრთელების შემდეგ.

 იმუნიტეტის დადგომის ვადები:
იმუნიტეტი ცხოველებში დგება აცრიდან 14 დღის შემდეგ და გრძელდება არა ნაკლებ 12 თვის განმავლობაში. აცრიდან  14 დღის განმავლობაში ტარდება ვეტერინარული დაკვირვება ცხოველებზე.

დაყოვნების პერიოდი: აცრილი ცხოველების რძის გამოყენება ნებადართულია შეზღუდვების გარეშე, იმ შემთხვევათა გარდა, როდესაც ცხოველებს აღენიშნებათ პოსტვაქცინალური გართულებები და ნებისმიერი ეტიოლოგიის მასტიტები.

აცრილი ცხოველების დაკვლა ნებადართულია ვაქცინაციიდან 2 კვირის შემდეგ.

შენახვის და ტრანსპორტირების პირობები: ვაქცინას ინახავენ და გადააქვთ ყველა სახეობის ტრანსპორტით  არა უმეტეს +10OC-ისა და არა ნაკლებ  2OC–ზე ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: თხევადი ვაქცინა  შტამი 55-ის  ვარგისიანობის ვადა, შენახვის პირობების დაცვით, 2 წელი მისი დამზადების დღიდან. ფლაკონის გახსნის შემდეგ ვაქცინის გამოყენების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 4 (ოთხი) საათი

დაფასოება: ვაქცინას უშვებენ 20, 50, 100 მლ ფლაკონებში.