დეტალური აღწერა

შემადგენლობა: 100 გრ პრეპარატი შეიცავს აქტიურ მომქმედ ნივთიერებას-

ბრომადიალონი 0,005გრ.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ბრომადიალონი არის ანტიკოაგულანტური მოქმედების შხამი, რომელიც მღრღნელის ორგანიზმში მოხვედრისას ამუხრუჭებს ღვიძლში პროთრომბინის წარმოქმნას და ამცირებს მის დონეს სისხლში. ამ მოქმედებას მოჰყვება სისხლის შედედების მექანიზმის შენელება, სისხლძარღვების განვლადობის გაძლიერება, რაც იწვევს სისხლდენისგან ორგანიზმის დაღუპვას. მღრღნელი კვდება 3-7 დღის განმავლობაში.

გამოყენება: პრეპარატი გამოიყენება თაგვების და ვირთხების გასანადგურებლად ფერმებში, მეცხოველეობის შენობებში.

დოზირება: დამუშავებული მარცვლის 10გრ თაგვებისთვის და 20-30გრ ვირთხებისთვის, ალაგებენ სოროებთან ან მღრღნელების გადაადგილების გზაზე, დიდი რაოდენობით მღრღნელების შემთხვევაში პერიოდულად ემატება სატყუარა.

შენახვის პირობები:  ინახება დახურულ სათავსოში, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ შენახვაზე პასუხისმგებელი პირისთვის.

პრეპარატი ინახება მშრალ, ბნელ, კარგად ვენტილირებულ  სათავსოში, 10 °С-დან  30 °С-მდე ტემპერატურაზე.

აკრძალულია საკვებ პროდუქტებთან და ცხოველთა საკვებთან ერთად შენახვა.

შენახვის ვადა:  1 წელი.

გამოშვების ფორმა:

პოლიეთილენის პაკეტი 100, 200 და 300 გრ.; ქაღალდის ტომარა 10 კგ; ფილტრ პაკეტი 20 ცალი  * 10გრ.