დეტალური აღწერა

ციკლავანსი® 100 მგ/მლ

პერორალური ხსნარი ძაღლებისა და კატებისთვის

შემადგენლობა: ციკლოსპორინი—–100 მგ, მოყვითალო გამჭვირვალე ხსნარი.

ჩვენება: ძაღლების ატოპიური დერმატიტის ქრონიკული და განმეორებადი ფორმების მკურნალობა. ციკლოსპორინი ამცირებს ძაღლებში ანთებასა და ატოპიურ დერმატიტთან დაკავშირებულ ქავილს. კატებში ალერგიული დერმატიტის ქრონიკული გამოვლინების სიმპტომატური მკურნალობა.

სამიზნე სახეობები: ძაღლები და კატები.

გამოყენება და დოზირების მეთოდი: პრეპრატი მიიღება პერორალური გზით, ყოველდღიურად დღეში ერთხელ მკურნალობის დასაწყისში. შემდგომი მიღების სიხშირე  დამოკიდებულია  კლინიკურ შედეგებთან.  კლინიკური გაუმჯობესება მიიღწევა 4-დან 8 კვირამდე და თუ ამ დროის განმავლობაში არ იქნა მიღწეული შედეგი, მკურნალობა უნდა შეწყდეს. მკურნალობის გაგრძელების და სქემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ვეტერინარი კლინიკური სურათის გათვალისწინებით.  მიღწეული რემისიის შესანარჩუნებლად პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მაქსიმალურად დაბალი სიხშირით. პრეპარატის მიღებამდე ზუსტად უნდა განისაზღვროს ცხოველის წონა.

დოზირება ძაღლებისთვის:

5 მგ/კგ სტანდარტული დოზა:

წონა (კგ) 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20
დოზა (მლ) 0,1 0,15 0,2 0,25 0,3 0,35 0,4 0,45 0,5 0,55 0,6 0,65 0,7 0,75 0,8 0,85 0,9 0,95 1
წონა (კგ) 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40
დოზა (მლ) 1,05 1,1 1,15 1,2 1,25 1,3 1,35 1,4 1,45 1,5 1,55 1,6 1.65 1.7 1,75 1,8 1.85 1,9 1,95 2
წონა (კგ) 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60
დოზა (მლ) 2,05 2,1 2,15 2,2 2,25 2,3 2,35 2,4 2,45 2,5 2,55 2,6 2,65 2,7 2,75 2,8 2,85 2,9 2,95 3
წონა (კგ) 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80
დოზა (მლ) 3,05 3,1 3,15 3,2 3,25 3,3 3,35 3,4 3,45 3,5 3,55 3,6 3,65 3,7 3,75 3,8 3,85 3,9 3,95 4

პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ჭამამდე ან ჭამის შემდეგ მინიმუმ 2 საათის ინტერვალით. მოათავსეთ შპრიცი პირდაპირ ძაღლის პირში.

დოზირება კატებისთვის:

7 მგ/კგ სტანდარტული დოზა:

წონა (კგ) 2,1 2,9 3,6 4,3 5,0 5,7 6,4 7,1
დოზა (მლ) 0,15 0,20 0,25 0,30 0,35 0,40 0,45 0,50
წონა (კგ) 7,9 8,6 9,3 10,0 10,7 11,4 12,1 12,8 13,6 14,3
დოზა (მლ) 0,55 0,60 0,65 0,70 0,75 0,80 0,85 0,90 0,95 1,00

პროდუქტის მიღება შესაძლებელია საკვებთან შერევით ან უშუალოდ პირის ღრუში შეყვანით.

ცხოველის ზომის მიხედვით ზემოთ წარმოდგენილ ცხრილში მითითებული დოზების მისაღებად შესაძლოა გამოყენებულ იქნეს 1 მლ შპრიცი (0,05 მლ საზომ ერთეულებად დაყოფილი) ან 2 მლ შპრიცი (0,1 მლ საზომ ერთეულებად დაყოფილი).

გვერდითი მოვლენები:

ძაღლები: ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენებია კუჭ-ნაწლავის დარღვევები: პირღებინება, ფხვიერი ან ლორწოვანი განავალი და დიარეა. ზომიერი და გარდამავალი ნერწყვდენა.  იშვიათად: ლეთარგია ან ჰიპერაქტიურობა, ანორექსია (მადის დაქვეითება), ღრძილების კეთილთვისებიანი და ზომიერი ჰიპერპლაზია (ღრძილების შეშუპება), კანის რეაქციები, როგორიცაა პაპილომები ან ბეწვის ცვლილება, ყურის ნიჟარის (ყურის ხილული ნაწილი) შეშუპება და გაწითლება, სისუსტე ან კუნთების სპაზმი.

აღნიშნული გვერდითი მოვლენები სპონტანურად ქრება მკურნალობის დასრულებისას.

კატები: ძალიან ხშირი: კუჭ-ნაწლავის დარღვევები- პირღებინება და დიარეა, წონაში კლება. ხშირი: ლეთარგია, ანორექსია, ჰიპერსალივაცია, ჰიპერაქტიურობა, პოლიდიფსია, ღრძილების ჰიპერპლაზია და ლიმფოპენია. ეს გვერდითი მოვლენები ძირითადად ქრება სპონტანურად მკურნალობის შეწყვეტის ან მიღების სიხშირის შემცირების შემდეგ.

უკუჩვენებები:  აქტიური ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. გადატანილი ავთვისებიანი ან პროგრესირებადი ავთვისებიანი დაავადებები, მაკეობა და ლაქტაცია, 6 თვეზე ნაკლები ასაკის ან 2 კგ-ზე ნაკლები წონის ძაღლები. კატის ლეიკემიის ვირუსი (FeLV) ან კატის იმუნოდეფიციტის ვირუსი (FIV).

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომა (ზომები):

ძაღლები:  თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე ძაღლებში კრეატინინის კონტროლი.

კატები: ღვიძლის კონტროლი. თუ მკურნალობის პერიოდში აღინიშნება წონის თანდათანობითი და მუდმივი კლება, მიზეზის დადგენამდე რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა.

დოზის გადაჭარბებისას

ძაღლებში: ჰიპერკერატოზი, განსაკუთრებით ყურის ნიჟარების, ტერფების კოჟრიანი დაზიანებები, წონის კლება ან წონის მატების დაქვეითება, ჰიპერტრიქოზი, ერითროციტების დალექვის სიჩქარის მომატება, ეოზინოფილების რაოდენობის შემცირება. აღნინული ნიშნების სიხშირე და სიმძიმე დამოკიდებულია დოზაზე.

ეს ნიშნები ატარებს შექცევად ხასიათს მკურნალობის შეწყვეტიდან 2 თვის განმავლობაში.

კატებში: ლიმფოციტების რაოდენობის გარდამავალი მატება, ანორექსია, მწოლიარე პოზიცია, კანის ელასტიურობის დაკარგვა, განავლის შემცირება ან არ ქონა, თხელი და დახურული ქუთუთოები.

არ უნდა იყოს შერეული სხვა ვეტერინარულ პრეპარატებთან.

შენახვის პირობები:. შეინახეთ საწარმოო შეფუთვით. 15°C-დან არაუმეტეს 25°C. არ გაყინოთ. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: შენახვის ვადა პირველადი შეფუთვის პირველი გახსნის შემდეგ: 6 თვე.

რაიმე სახის გვერდით მოვლენის შენიშვნისას, თუნდაც ისეთ გვერდით მოვლენის, რომელებიც წინამდებარე შეფუთვის ჩანართში მითითებული არ არის, ან თუ პრეპარატის მოქმედება  არაეფექტურია, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ვეტერინარს.