ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
შემადგენლობა: 1მლ შეიცავს: თეთრი შხამას ალკალოიდები (პროტოვერატრინზე გაანგარიშებით) – 0,15%
დამხმარე ნივთიერება (ეთილის სპირტი 66–68%იანი) – 100%მდე.
სამიზნე ცხოველები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა და ღორი
ჩვენება:
- ჰიპოტონია და ატონია
- ფაშვის ტიმპანია
- ფაშვის პარეზი
- ცოხნის აღსადგენად.
- ღებინების გამომწვევი საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
- შხამას ნაყენი მცენარეული პრეპარატია, რომელსაც ახასიათებს რუმინატორული მოქმედება;
- ღორებში პრეპარატი იწვევს პირღებინებას;
- პერორალური გამოყენების დროს პრეპარატი ახდენს ლორწოვანი გარსების გაღიზიანებას და რეფლექტორულად აძლიერებს კუჭის მოტორიკას და სეკრეციას;
მიღების წესი და დოზირება: შხამას ნაყენი შეიყვანება პერორალურად შემდეგ დოზებში:
| ცხოველის
სახეობა |
დოზა
(მლ) |
გამოყენების ჯერადობა დღეში | გამოყენების ხანგრძლივობა (დღე) |
| მსხვილფეხა რქოსანი
ცხვარი თხა ღორი |
5–12
2–4 2–4 1–2 |
1–2
1–2 1–2 ერთჯერადად |
1–5
1–5 1–5 ერთჯერადად |
გვერდითი მოვლენები:არ აღინიშნება
უკუჩვენებები: ინდივიდუალური მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
დაყოვნების პერიოდი: შეზღუდვების გარეშე.
შენახვის პირობები:ინახება მშრალ, ბნელ, გრილ და იზოლირებულ ადგილას, 00–200C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა:3 წელი.
შეფუთვის ფორმა: 100 მლ შუშის ფლაკონი.

