ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
შემადგენლობა:
ერთი მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ბენზილპენიცილინი (პროკაინის მონოჰიდრატის სახით) …………….. 56,80 მგ
ბენზილპენიცილინი (ბენზატინის სახით) ……………………………….. 73,58 მგ
დიჰიდროსტრეპტომიცინი (სულფატის სახით) ………………………… 164,00 მგ
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორი, ძაღლი და კატა.
ჩვენება:
ზოგადი ინფექციების მკურნალობა ახალგაზრდა და მოზრდილ ცხოველებში, პნევმონია და პლევროპნევმონია, მშობიარობის შემდგომი ინფექციები, საშარდე გზების ინფექციები, ინფიცირებული ჭრილობები (როგორიცაა ჩლიქის სიდამპლე), აბსცესები (როგორიცაა ომფალოფლებიტი) და პენიცილინის და დიჰიდროსტრეპტომიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკრობებით გამოწვეული პოსტოპერაციული ინფექციები.
გამოყენება და დოზირების მეთოდი:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და ღორები:
1მლ 10 კილოგრამ სხეულის წონაზე, კეთდება კუნთში ერთჯერ, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია განმეორება 72 საათის შემდეგ.
1-2 მლ სუსპენზია 25 კგ სხეულის წონაზე ერთჯერ, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია განმეორება 72 საათის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, ანაფილაქსიის ჩათვლით.
პრეპეპარატოს შეყვანის შემდეგ შესაძლებელია აღინიშნოს ადგილობრივი ქსოვილების რეაქციები ინექციის ადგილზე.
უკუჩვენებები:
არ გამოიყენოთ პენიცილინების ან ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ ალერგიულობის შემთხვევაში.
ლოდინის პერიოდი:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი:
- ხორცი და სუბპროდუქტები: 64 დღე.
- რძე: 5 დღე.
ღორები:
- ხორცი და სუბპროდუქტები: 39 დღე.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები ცხოველთან გამოყენებისას:
პროდუქტის არასწორად გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს პენიცილინის ან დიჰიდროსტრეპტომიცინის მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების გავრცელება.
თირკმელების უკმარისობის ან დეჰიდრატაციის მქონე ცხოველებში დოზა ყურადღებით უნდა იქნას განსაზღვრული.
დოზის გადაჭარბება (სიმპტომები, გადაუდებელი პროცედურები, ანტიდოტები):
მასიურად მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში, დიჰიდროსტრეპტომიცინმა შესაძლოა გამოიწვიოს ნეირომუსკულური ბლოკადა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პერიფერიული დამბლა და კარდიო-რესპირატორული დეპრესია, რომლის მკურნალობაც შესაძლებელია კალციუმის ინტრავენური შეყვანით.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, მაცივარში (2°C-დან 8°C ტემპერატურაზე), გახსნის შემდეგ არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
გახსნის შემდეგ ვარგისიანობის ვადა: 28 დღე.
გამოშვების ფორმა: 50 მლ ,100 მლ, 250მლ ფლაკონი.