ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

შემადგენლობა: საინექციო სუსპენზიის მოსამზადებელი ლიოფილიზატი.

ვაქცინის ერთი საიმუნიზაციო დოზა (1 სმ 3 ) შეიცავს E. rhusiopathiae-ს BP-2 შტამის კულტურას 200 მილიონი ცოცხალი მიკრობული უჯრედის ოდენობით.

ჩვენება: გამოიყენება ღორის წითელი ქარის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური იმუნიზაციის მიზნით, დაავადებაზე არაკეთილსაიმედო და საშიშ მეურნეობებში.

ბიოლოგიური თვისებები:  ვაქცინა ღორებში იწვევს იმუნიტეტის ფორმირებას ვაქცინაციიდან 5–8 დღეში, რომელიც გრძელდება 6 თვის განმავლობაში.

ვაქცინაციას ექვემდებარება: ღორები 2 თვის ასაკიდან.6

 მიღების წესი და დოზირება:

  • გამოყენების წინ ვაქცინა იხსნება საინექციო წყალში.
  • ვაქცინა შეჰყავთ კუნთში ყურის უკანა მხარეს ან ბარძაყის შიდა მხარეს.
  • გოჭებს ცრიან 2 თვის ასაკში დოზით – 1 მლ, განმეორებით 25–30 დღეში; რევაქცინაცია უტარდება 5 თვის შემდეგ იგივე დოზებით.
  • ღორებს ცრიან 4 თვის ასაკიდან დოზით – 1 მლ.
  • რევაქცინაცია ტარდება 5 თვის შემდეგ იგივე დოზით.

უკუჩვენებები: არ იცრება სუსტი და ჯანდაგი ცხოველები.

გვერდითი მოვლენები: ვაქცინა უმნიშვნელოდ რეაქტოგენურია, დაავადების გამოვლენის შემთხვევაში მკურნალობენ წითელი ქარის საწინააღმდეგი შრატით.

ლოდინის პერიოდი: ხორცი გამოიყენება ვაქცინაციიდან 7 დღის შემდეგ.

შენახვის პირობები: ინახება მაცივარში 4–100C­­­ზე (დაუშვებელია გაყინვა).

შენახვის ვადა: 12 თვე.

ფლაკონის გახსნის შემდეგ ვაქცინა აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული 12 საათის განმავლობაში.

შეფუთვის ფორმა: 20 სმ3 შუშის ფლაკონებში.