დეტალური აღწერა

შემადგენლობა: 1 მლ ხსნარი შეიცავს:

ქსილაზინ ჰიდროქლორიდს – 23,3 მგ;

შემავსებელს 1მლ

ჩვენება: პრეპარატი გამოიყენება: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხენის, თხის, ძაღლის,კატის პრემედიკაციის და ნარკოზისათვის მცირე ქირურგიული ჩარევებისას, მტკივნეული მანიპულაციებისას, ადგილობრივი და რეგიონალური ანესთეზიებისას, ცხოველების დასამშვიდებლად, ჭრილობების დამუშავებისას, კასტრაციის დროს, საშოს და საშვილოსნოს გამოვარდნისას, უცხო სხეულის მოცილებისას, საყლაპავი მილის დაცობისას, თვალების დამუშავებისას, ყურების დამუშვებისას, ჭირვეული და აღგზნებული პირუტყვის დასამშვიდებლად, ტრანსპორტირებისას.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ქსილაზინს ახასიათებს პოტენციალური ანალგეზიური მოქმედება, რომელსაც მოჰყვება დომინანტური სედატიური მოქმედება.

მიღების წესი და დოზირება: პრეპარატი შეჰყავთ ვენაში, კუნთში ან კანქვეშ.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: 0,25–1,5 მლ/100 კგ­ზე კუნთში ან 0,15–0,5 მლ/100 კგ­ზე ვენაში.

• ცხენი: 3–5 მლ/100 კგ­ზე ვენაში.

ცხვარი, თხა: 0,05–0,15 მლ/10 კგ­ზე კუნთში ან 0,005–0,075 მლ/10 კგ­ზე ვენაში.

ძაღლი: 0,5–1,0 მლ/10 კგ­ზე კუნთში ან 0,25–0,5 მლ/10 კგ­ზე ვენაში.

• კატა: 0,05–0,1 მლ/1 კგ­ზე კუნთში.

გვერდითი მოვლენები: არ გააჩნია.

უკუჩვენებები:არ აქვს.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას, 5–250Cზე.

შენახვის ვადა:1 წელი.

შეფუთვის ფორმა: 50 მლ შუშის ფლაკონები.