ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

კოქსიტოპი

კოქსიტოპი არის ორი პატარა პროლონგირებული ბოლუსი, რომელიც გამოიყენება ხბოებში კოქციოდიოზის პრევენციისათვის

დიარეა (ფაღარათი) წარმოადგენს ჯანმრთელობის ხშირ პრობლემას ხბოებში, რომელიც ხშირად გამოწვეულია ისეთი ორგანიზმებით, როგორიცაა კოქციდია. კოქციდიოზი ხერხემლიანი ცხოველების მნიშვნელოვანი პარაზიტული დაავადებაა და დიარეას (ფაღარათის) გამომწვევ ხშირ მიზეზს წარმოადგენს. ინფექცია ძირითადად გვხვდება ხბოებში 3 კვირიდან დაახლოებით 1 წლამდე და ძალზედ გავრცელებულია პირუტყვის ფერმებში. აღნიშნული მაღალი გავრცელება მნიშვნელოვან ფინანსურ გავლენას ახდენს ფერმებზე ხბოების ზრდის შემცირების ან თუნდაც სიკვდილიანობის გამო.

კოქსიტოპი  შეიცავს ნატურალურ ინგრედიენტებს:

– ცნობილია, რომ ალიცინს (ნიორს) გააჩნია მრავალი სარგებელი, მათ შორის ანტიმიკრობული აქტივობა და ეფექტურობა სხვადასხვა პარაზიტის წინააღმდეგ.
– მაროკოში ჩატარებულმა in vitro კვლევამ აჩვენა, რომ ეუგენოლი (მიხაკი) არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ეთერზეთი ოოცისტების რაოდენობის შესამცირებლად, თუნდაც ძალიან დაბალი კონცენტრაციით.
– უკრაინულ კვლევაში სინამალდეჰიდი (დარიჩინი) აღმოფხვრის Eimeria Magna ოოცისტების 100%-ს 72 საათის ზემოქმედების შემდეგ.
– ეთერზეთების ნარევის, მათ შორის ევკალიპტის (ევკალიპტუსის) ეფექტის შესწავლით 10 ხბოზე მიღებულ იქნა დასკვნა, რომ ეს მცენარე თითქმის მთლიანად აფერხებს კოქციდურ ინფექციას.

ჩვენებები:
ხელს უშლის საჭმლის მონელებასთან დაკავშირებულ პრობლემებს;
უზრუნველყოფს ნაწლავის ოპტიმალურ ჯანმრთელობას;
ამცირების დიარეის (ფაღარათის) განვითარების რისკებს.

უპირატესობანი:
ხბოს რეგულარული ზრდა;
ეთერზეთების მიმართ რეზისტენტობა არ აღინიშნება;
ხორცის ლოდინის პერიოდი არ აქვს.

კიდევ რისი გაკეთებაა შესაძლებელი:
შეამცირეთ სტრესი და სხვა დაავადებები.
შეცვალეთ საფენი ყოველ მეორე დღეს.
კარგად გაასუფთავეთ ხბოს საკვებური თბილი სოდიანი წყლით.
მოარიდეთ მიწაზე კვებას.
დაიცავით საკვებისა და სასმელი ჭურჭლის ჰიგიენა.
შეამცირეთ ოოცისტები გარემოში სინათლის ზემოქმედებით.
მოახდინეთ კვების ოპტიმიზაცია დამატებითი საკვებით.

მიღების წესი და დოზირება: 2 ბოლუსი დაბადებიდან მე-14 დღეს, პერორალურად ბოლუსის აპლიკატორის დახმარებით.შენახვის პირობები: ინახება მშრალ,  მაღალი ტემპერატურისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, მაღალი ტემპერატურისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი

შეფუთვა: კოლოფში 25 დოზა (50 ბოლუსი).