მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

ქვიქბაიტ სპრეი გააჩნია სწრაფი გამანადგურებელი ეფექტი სახლის ბუზებზე და 4 კვირამდე განგრძობითი ეფექტი ცხოველების სადგომ ნაგებობებში.

გამოყენების წესი: გამოიყენეთ დანიშნულებისამებრ.

ქვიქბაიტ სპრეი შეიძლება გამოიყენოთ ცხოველების სადგომებში ან მათ გარშემო, როგორიცაა საღორეეები, ცხენის თავლები, ბოსელები და საფრინველეები, ნაგავსაყრელები, საკვების გადამამუშავებელი ქარხნები ან ინდუსტრიული და დასახლებული ტერიტორიების გარშემო. ქვიქბაიტ სპრეი არ გამოიყენება ნაკელის პირდაპირი დამუშავებისათვის.

გამოიყენეთ ქვიქბაიტ სპრეი ბუზების დაბუდების ადგილებში. არ დაამუშავოთ პროდუქტით ისეთ ადგილები, სადაც ცხოველებმა შეიძლება ალოკონ სატყუარა. არ გამოიყენოთ ცხოველებზე, საკვებ ან სასმელ მარაგებზე, ან იმ ადგილებში, სადაც ადამიანებს აქვთ ხშირი კონტაქტი, მაგალითად, თავლის კარები.

სპრეის სახით გამოყენება:

მოცემული პროდუქტი გამოიყენება მსხვილი აეროზოლის სახით დაბალი წნევის გამოყენებით (~1 ბარი).

გამოიყენეთ ქვიქბაიტ სპრეი შემდეგი დოზირების მიხედვით – 62.5გ / 1ლ წყალი / 25 მ2 მიწის ფართობზე.

არ გამოიყენოთ 1 ლ-ზე ნაკლები ნარევი 25 მ2 მიწის ფართობზე.

ნარევის მთელ ფართობზე მოსხმა არაა საჭირო, აქცენტი გააკეთეთ ბუზების დაბუდების ადგილებზე.

არ გამოიყენოთ 2 მეტრზე მაღალ კედლებზე.

შეაშხურეთ „თითქმის დაცლის“ ზღვრამდე, ანუ უზრუნველყავით, რომ შესხურებული ადგილები კარგად იყოს დასველებული.

გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ ნარევი.

გაიმეორეთ დამუშავების პროცესი 4 კვირიანი ინტერვალებით. ბუზების დიდი რაოდენობის შემთხვევაში, სატყუარა და აქტიური ნივთიერება უფრო მალე ცვდება ბუზების მიერ, ამიტომ შესაძლებელია საჭირო გახდეს ხელახალი დამუშავების ინტერვალის შემცირება.

საღებავის სახით გამოყენება:

გააზავეთ 62.5 გ ქვიქბაიტ სპრეი 50 მლ თბილ წყალში.

წაუსვით სუფთა ფუნჯით ±50 მმ x ±200 მმ ზომის მონაკვეთებად.

არ გამოიყენოთ 50 მლ ნარევი 25 მ2 -ზე დიდ ფართობზე.

აქცენტი გააკეთეთ ბუზების დაბუდების ადგილებზე.

არ გამოიყენოთ 2 მეტრზე მაღალ კედლებზე.

გაიმეორეთ დამუშავების პროცესი მაშინ, როგორც კი ბუზების დონე აცდება მისაღებ ნიშნულს. ბუზების ძალიან მაღალი დონის შემთხვევაში, პროცედურის განმეორება შეიძლება საჭირო გახდეს რამდენიმე დღის ინტერვალით.

იმ ადგილებში, სადაც სატყუარა საჭიროებისამებრვერ განაწილდება, შეიძლება გამოიყენოთ პროდუქტით დაფარული ჭერის ფილები ან მსგავსი მსუბუქი დაფები. ჩამოკიდეთ ფილები სახურავებიდან, ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილებში. არ გამოიყენოთ 50 მლ ნარევი 25 მ2-ზე დიდ ფართობზე.