დეტალური აღწერა

აღწერილობა

ყვითელი ფერის გამჭვირვალე ზეთოვანი სითხე ქაფურის დამახასიათებელი სუნით.

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ-ში შედის მოქმედი ნივთიერებები:

რაცემიული ქაფური – 100 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მზესუმზირის ზეთი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

აქვს ადგილობრივად გამაღიზიანებელი, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური მოქმედება.

გამოყენება

გარეგანი გამოყენების, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხენების, ცხვრების, თხების, ძაღლებისა და კატების სამკურნალოდ, როგორც ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ტენდოვაგინიტის, ბურსიტის, სახსრებისა და კუნთების ქრონიკული და ქვევმწვავე ფორმით მიმდინარე რევმატული ანთების, რბილი ქსოვილების დაჟეჟილობის დროს.

დოზირება

პრეპარატის დოზა დამოკიდებულია დაზიანებული უბნის ზომებზე და შეადგენს დაახლოებით 1-2 გრამს კანის ზედაპირის 5 სმ2 ფართობზე. პრეპარატის შეზელა ხდება დღე-ღამეში 2-4-ჯერ დაავადების სიმპტომების გაქრობამდე.

უკუჩვენებები

არ გამოიყენოთ მეწველი და დასაკლავად გამზადებული ცხოველებისთვის.

ცურის მკურნალობისას რძე იძენს ქაფურის სუნს და ამიტომ არ შეიძლება მისი გამოყენება საკვებად.

გამოშვების ფორმა

30, 50, 100, 200 და 250 მლ ტევადობის შუშის ან პოლიმერულ ფლაკონებში, დახურულია ჩასახრახნი პლასტმასის სახურავებით, რაც უზრუნველყოფს ჰერმეტულობას.

შენახვა

მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, 0°C-დან 25°C-მდე ტემპერატურის პირობებში, ჰერმეტულად დახურულ ფლაკონებში.

არ შეინახოთ საკვებ პროდუქტებთან ერთად.შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი წარმოების დღიდან.