ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

ფოსფოტოპი

ფოსფოტოპის არის ბოლუსი, რომელიც შექმნილია ხბოს მოგების დროს ფოსფორის დეფიციტით გამოწვეული რძის ცხელების თავიდან ასაცილებლად.

რძის ცხელება (მშობიარობის შემდეგი პარეზი):

რძის ცხელება არის რთული მეტაბოლური დაავადება ძროხებში (ფურებში), რომელიც, როგორც წესი, ხბოს მოგების დროს ვითარდება და ყველაზე ხშირად აღინიშნება მაღალი პროდუქტიულობის, მეწველ, სამი წლის და უფროსი ასაკის ძროხებში (ფურებში). ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მინერალური მეტაბოლური დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს მეწველ ძროხებზე (ფურებზე). ასეთ შემთხვევაში, ფოსფოტოპი წარმოადგენს ყველაზე მარტივი და საიმედო გამოსავალს.

შემადგენლობა: ფოსფორი 32 გრამი , კალციუმი 40 გრამი .

ფარმაკოლოგიური თვისებები:   ზოგადად ვარაუდობენ, რომ რძის ცხელება გამოწვეულია მხოლოდ კალციუმის არასაკმარისი რაოდენობით. თუმცა, პიჩონის მიერ 2008 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რძის ცხელებით დაავადებული ძროხების (ფურების) 15%-ს აღენიშნებოდა არასაკმარისი ფოსფორი და 43%-ს აღენიშნებოდა კალციუმის და ფოსფორის კომბინირებული დეფიციტი.

უპირატესობანი:

  • უფრო ჯანმრთელი პირუტყვი;
  • მეტი პროდუქტიულობა;
  • ნაკლები თანმხლები დაავადებები;
  • ნაკლები დანახარჯები.

მიღების წესი და დოზირება:

გამოიყენება პერორალურად ბოლუს აპლიკატორის დახმარებით

მშობიარობის პერიოდში:

2 ფოსფოტოპის ბოლუსი მოგებამდე 12-24 საათით ადრე

2 ფოსფოტოპის ბოლუსი მშობიარობისთანავე

კალციუმის ინფუზიის შემდეგ, როდესაც ძროხა (ფური) კვლავ ადგება:

2 ფოსფოტოპის ბოლუსი ინფუზიიდან 2 საათის შემდეგ

2 ფოსფოტოპის ბოლუსი ინფუზიიდან 12 საათის შემდეგ

არ მისცეთ ბოლუსები პირუტყვს მწოლიარე მდგომარეობაში.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, მაღალი ტემპერატურისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

შეფუთვა: კოლოფში 90 გრამიანი 12 ბოლუსი.