ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

ფიტოპასტა

დაგროვილი ბეწვის  მოცილებისთვის კატებისთვის

შემადგენლობა: საკვები მცენარეული ზეთი, ცილის ჰიდროლიზატი, მცენარეული ცხიმი, სტაბილიზატორი, ალაოს ექსტრაქტი, აბუსალათინის ზეთი, საკვები მცენარეული ბოჭკოვანი, ვაზელინის ზეთი, სოიოს ლეციტინი, კატის პიტნის ექსტრაქტი, ანტიოქსიდანტი, კონსერვანტი.

გამოყენება: ფიტოპასტა განკუთვნილია კატებისა და კნუტების სისტემატური გამოყენებისთვის და  აგრეთვე ზღვის გოჭებისთვის.

ეხმარება ცხოველის კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან დაგროვილი ბეწვის  ბურთულების, მოუნელებელი საკვების ნაწილაკების და შეჭმული სათამაშოების ამოღებას.

ყოველდღიური გამოყენება განსაკუთრებით რეკომენდებულია ბეწვის ცვლის პერიოდში, საჭმლის მომნელებელ სისტემაში ბეწვის  ბურთულების წარმოქმნისა და დაგროვების თავიდან ასაცილებლად.

ფიტოპასტა ბეწვის  მოცილებისთვის არის ბლანტი, პასტისებრი, ცხიმიანი, ჰეტეროგენული მასა ღია კრემისფერიდან მუქ ყავისფერამდე, სპეციფიკური სუნით, რომელიც შეესაბამება გამოყენებული ინგრედიენტების სურნელს. ნებადართულია მცირე განშრევება.

გამოყენების წესი: ეძლევათ დღეში ერთხელ ჭამამდე ან საკვებში დამატებით:

2 კგ-ზე მეტი წონის კატებისთვის – 5 სმ პასტა;

2 კგ-მდე წონის კატებისთვის, კნუტებისთვის, ზღვის გოჭებისთვის – 2 სმ პასტა.

ბეწვის ცვლის  პერიოდში, დოზა შეიძლება გაორმაგდეს.

შენახვის პირობები: ინახება 0-დან 25ºС ტემპერატურაზე

ვარგისიანობის ვადა: 12 თვე დამზადების დღიდან.

რეკომენდებულია გახსნილი შეფუთვის შენახვა მაცივარში.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.