ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
ფერტიტოპი
ფერტიტოპი არის ბოლუსი, რომელიც შექმნილია ძროხების(ფურების) განაყოფიერების გასაზრდელად.
ფერტილობის პრობლემები:
ფერტილობის დაბალი მაჩვენებლები ამცირებს რძის მეურნეობის მომგებიანობას. ხბოს მოგებებს შორის მზარდი ინტერვალი, დამაკების შეუძლებლობის მიზეზით ნაადრევად დასაკლავი ძროხების (ფურების) დიდ როდენობასთან კომბინაციაში, იწვევს დამატებით ხარჯებს. თუმცა, ფერტილობა რთული საკითხია, რაც დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, როგორიცაა ჯიში, სეზონი და კვება. ფერტიტოპი არის ბოლუსი, რომელიც ზრდის მაკეობის მაჩვენებელს ბეტა-კაროტინის, ვიტამინებისა და ეთერზეთების კომბინაციის წყალობით.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კვება მაკეობის ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია და აღნიშნულ კვებაში ბეტა-კაროტინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ცნობილია, რომ ბეტა-კაროტინისა და A ვიტამინის დაბალი დონე ახანგრძლივებს მძუვნობას, აფერხებს ოვულაციას, ანელებს ყვითელი სხეულის განვითარებას და ზრდის საკვერცხის ცისტების სიხშირეს. ყოველივე ეს იწვევს დამაკების დაბალ მაჩვენებელს და მაკეობის შეწყვეტას ადრეული მაკეობის პერიოდში.
ფერტიტოპი გამოჰყოფს 300 მგ ბეტა-კაროტინს და 62 500 სე A ვიტამინს დღეში, რაც ეფექტურად აუმჯობესებს თქვენი ნახირის ნაყოფიერებას.
საშუალო დღიური მიწოდება:
იოდი 77,5 მგ
სელენიუმი 6,3 მგ
კობალტი 13 მგ
ვიტამინი A 62 500 სე
სპილენძი 475 მგ
ვიტამინი E 600 მგ
მანგანუმი 1 240 მგ
ბეტა-კაროტინი 300 მგ
თუთია 1 330 მგ
ჩვენებები:
- ამზადებს მძუვნობისა და გამრავლებისთვის;
- ზრდის ინსემინაციის წარმატებას;
- უფრო ხანმოკლე პერიოდი ხბოს მოგებებს შორის.
უპირატესობანი:
- ჯანსაღი და უფრო პროდუქტიული ნახირი;
- უკეთესი წარმადობა სიცოცხლის განმავლობაში;
- საჭიროა ნაკლები ინსემინაციები;
- ფერტილობის მართვის დაბალი ხარჯები.
13 მეწველ ძროხას მისცეს ფერტიტოპის 1 ბოლუსი ხელოვნურ განაყოფიერებამდე 10 დღით ადრე და შეადარეს იმ 14 მეწველ ძროხას, რომლებსაც ბოლუსი არ მიუღიათ. ორივე ჯგუფი იკვებებოდა ერთი და იგივე შერეული რაციონის მიხედვით.
დოზირება:
დოზირება: მეწველი ძროხების დოზირება-1 ფერტიტოპის ბოლუსი განაყოფიერებამდე 8-10 დღით ადრე.
მეძუძური ძროხების დოზირება -1 ფერტიტოპის ბოლუსი გამრავლებამდე 8-10 დღით ადრე.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, მაღალ ტემპერატურისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 1,5 წელი
შეფუთვა: 100 გრამიანი 12 ბოლუსის ყუთში.

