ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
ყველა ცხოველი | ძაღლი | კატა | მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი | ცხენი | კურდღელი | ღორი | შინაური ფრინველი
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
შემადგენლობა: 1გ შეიცავს:
აქტიური მოქმედ ნივთიერება:
ფენბენდაზოლი 200 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
სიმინდის სახამებელი, კალციუმის კარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი – 1 გ.
სამიზნე ცხოველები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენი, ცხვარი, თხა, ბოცვერი, ძაღლი, კატა და შინაური ფრინველი (ქათამი, ინდაური, ბატი, იხვი)
ჩვენება:
ნემატოდები
ტრემატოდები
ცესტოდები
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი შეიყვანება პერორალურად
| ცხოველი | დაავადების დასახელება | პრეპარატის დოზა მოქმედი ნივთიერების მიხედვით მგ/10 კგ სხეულის მასის | პრეპარატის დოზა სამკურნალო ფორმის მიხედვით მგ/10 კგ სხეულის მასის | გამოყენების ჯერადობა, ინტერვალი |
| მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი | მონიეზიოზი, დიქტიოკაულოზი, ჰემონქოზი, ტრიქოსტრონგილიდოზები, ეზოფაგოსტომოზი, ნემატოდიროზი, ქაბერტიოზი, ოსტერტაგიოზი, დიკროცელიოზი, სტრონგილიდოზი, ნეოასკაროზი, ბუნოსტომოზი, ტრიხუროზი | 80–250 | 0,4–1,25 | ერთხელ დღე-ღამეში 2–4 დღე-ღამის განმავლობაში |
| ცხენი | პარასკაროზი, სტრონგილიდოზი, ოქსიუროზი, სტრონგილიატოზები, დიკროცელიოზი | 80–150 | 0,4–0,75 | ერთხელ დღე-ღამეში 2–3 დღე-ღამის განმავლობაში |
| წვრილფეხა საქონელი | მონიეზიოზი, დიქტიოკაულოზი, ბუნოსტომოზი, ეზოფაგოსტომოზი, ნემატოდიროზი, ოსტერტაგიოზი, ქაბერტიოზი, სტრონგილიდოზი, ტროხოსტრონგილიდოზები, ავიტელინოზი, დიკროცელიოზი | 50–400 | 0,5–2,0 | ერთხელ დღე-ღამეში 2–4 დღე-ღამის განმავლობაში |
| ღორი | ასკარიდოზი, სტრონგილიდოზი, ტრიხუროზი, მეტასტრონგილოზი, ეზოფაგოსტომოზი, ოლულონოზი | 50–200 | 0,05–1,0 | ერთხელ დღე-ღამეში 2–5 დღე-ღამის განმავლობაში |
| ძაღლი, კატა | ტოქსოკაროზი, ტოქსასკაროზი, ტენიოზები, ანკილოსტომოზი, უნცინარიოზი, ტრიხუროზი | 500 | 2,5 | ერთხელ დღე-ღამეში 3 დღე-ღამის განმავლობაში |
| ბეწვეულის მომცემი ცხოველები (წავები, მელიები, ბოცვრები) | შერეული ნემატოდოზური ინვაზია, ტოქსოკაროზი, ტრიხუროზი, პასალუროზი | 100–150 | 0,5–0,75 | ერთხელ დღე-ღამეში 3 დღე-ღამის განმავლობაში |
| ქათამი, ინდაური | ასკარიდოზი, ტეტერაკიდოზი, განგულეტერაკიდოზი | 100 | 0,5 | ერთხელ დღე-ღამეში 4–5 დღე-ღამის განმავლობაში |
| ბატი, იხვი | ამიდოსტომოზი, განგულეტერაკიდოზი | 100 | 0,5 | ერთხელ დღე-ღამეში 4–5 დღე-ღამის განმავლობაში |
პრეპარატი ცხოველებს ეძლევა დილის კვების დროს საკვებთან ერთად.
გვერდითი მოვლენები: დადგენილი არ არის.
უკუჩვენებები: არ გამოიყენება ტრემატოციდულ პრეპარატებთან ერთად.
ლოდინის პერიოდი: ხორცი 10 დღე, ფრინველების ხორცი – 3 დღე; შინაგანი ორგანოები (ღვიძლი, ფილტვები, გული და სხვა) 20 დღე. რძე 3 დღე.
გაფრთხილებები: პრეპარატთან მუშაობის დროს დაცული უნდა იქნეს პირადი ჰიგიენის ნორმები და უსაფრთხოების დადგენილი საერთო წესები.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას, 0–300C-¬ ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 3 წელი.
შეფუთვის ფორმა: 1000გ მოცულობის ლამინირებული ქაღალდი ან პოლიმერული აფსკის პაკეტები.

