ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
უნიტაბსი მულტიკომპლექსი
ლეკვების, მაკე და მეძუძური ძაღლების ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებისთვის
შემადგენლობა: ლუდის საფუარი -23,6%, კალციუმის დიჰიდროფოსფატი- 15,4%, ხორბლის ჩანასახის ფქვილი-15%, ძვალ-ხორცის ფქვილი-10%, მინერალი-9%, ვიტამინები-5%, სოიოს ლეციტინი-5%, ჟელატინი-3%, ნატრიუმის ქლორიდი-2%, თევზის ქონი-1,4%, მშრალი გაუცხიმოვნებელი რძე-1,16%, ლაქტოზა-1%, არომატიზატორი „Говядина“-(0,4%), ვიტამინი E -0,14%, ლიმონმჟავა- 0,0072%, კალიუმის სორბატი-0,004%, წყალი-100%-მდე.
არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს.
1 გრამი დანამატი შეიცავს:
| ვიტამინი | რაოდენობა | მაკრო-მიკრო ელემენტები | რაოდენობა |
| A (რეტინოლ აცეტატი) | 1107სე(332მკგ) | კალციუმი | 42,77მგ |
| D3 (ქოლეკალციფეროლი) | 111სე(2,73მკგ) | ფოსფორი | 32,35მგ |
| E (ალფა-ტოკოფეროლ აცეტატი) | 8,91მგ | მაგნიუმი | 2,07მგ |
| B1 (თიამინი) | 195,24მკგ | რკინა | 5,79მგ |
| B2 (რიბოფლავინი) | 595,20მკგ | სპილენძი | 0,99მგ |
| B6 (პირიდოკსინი) | 327,27მკგ | თუთია | 0,69მგ |
| B12 (ციანკობალამინი) | 4,56მკგ | იოდი | 0,17მგ |
| PP (ნიკოტინამიდი) | 2,63მგ | მარგანეცი | 0,66მგ |
| B9 (ფოლის მჟავა) | 98,83მკგ | ||
| B5 (პანტოტენის მჟავა) | 1328,20მკგ | ||
| C (ასკორბინის მჟავა) | 6,67მგ |
გარეგნულად არის სუსტი კრემისფერი ტაბლეტები 0,75 და 1,5გრ, დამახასიათებელი სუნით.
ფარმაკოლოგიური თვისებები: იუნიტაბსი მულტიკომპლექსი დაბალანსებულია ლეკვების, მაკე და მეძუძური ძაღლების სადღეღამისო მოთხოვნილების ვიტამინებით და მიკრო-მაკროელემენტებით.
კომპლექსის შემადგენლობაში შედის ფოლიუმის მჟავას ადვილად შეთვისებადი ფორმა, რომელიც ხელს უწყობს ნაყოფის განვითარებას, შეუცვლელია ნერვული არხების ფორმირებისთვის (მისით ვითარდება თავის და ზურგის ტვინი), მონაწილეობს ჰემოგლობინის, ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების სინთეზში, იცავს პათოლოგიებისგან ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებს.
ვიტამინები A, D, E, C, B ჯგუფი, მაკრო- (კალციუმი, ფოსფორი) და მიკროელემენტები (მაგნიუმი, რკინა, სპილენძი, თუთია, იოდი, მარგანეცი), ასევე ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები (ომეგა 6 და ომეგა 3), შეუცვლადი ამინომჟავები, ნახშირწყლები და ფერმენტები ახდენენ ორგანიზმზე დადებით კომპლექსურ მოქმედებას, რაც გამოიხატება ნაყოფის შენარჩუნებასა და მის განვითარებაზე, რძის სეკრეციასა და მის შემადგენლობაზე.
ჩვენება: უნიტაბსი მულტიკომპლექსი გამოიყენება ლეკვებში 3 კვირის ასაკიდან ორგანიზმის რეზისტენტობის ასამაღლებლად და სრულყოფილი განვითარებისთვის.
ძაღლებში მაკეობის და ძუძუს წოვების პერიოდში ნაყოფის შენარჩუნებისა და სრულყოფილი განვითარებისთვის, რძის სეკრეციის და შემადგენლობის გაუმჯობესებისთვის.
მიღების წესი: დანამატს აძლევენ ძაღლს საკვებთან ერთად, ან ხელიდან პერორალურად, ყოველდღე დღეში ერთხელ 1 ტაბლეტი-1,5გრ 10კგ სხეულის წონაზე, ან 1 ტაბლეტი წონით 0,75გრ 5კგ სხეულის წონაზე.
მიღების კურსი არ არის შეზღუდული.
გვერდითი მოვლენები: ინსტრუქციის თანახმად გამოყენების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.
უკუჩვენება: რეკომენდაციაა არ იქნას გამოყენებული პრეპარატებთან ან საკვედანამატებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ A, D და E ვიტამინებს.
შენახვის პირობები: ინახება დახურულ მდგომარეობაში, მზის სხივებისგან დაცულ ადგილას, 0°C- 30°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 30 თვე წარმოებიდან.
შეფუთვა: საკვებდანამატს უშვებენ 0,75 და 1,5გრ ტაბლეტების სახით, დაფასოებულს პოლიმერულ ქილებში-100ტაბლეტი.

