ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
შემადგენლობა: 1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს:
ტრიმეტოპრიმი – 40 მგ
სულფამეტოქსაზოლი–200მგ.
სამიზნე ცხოველები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი და ცხენი.
ჩვენება:
- სასუნთქი გზის, საჭმლის მომნელებელი და შარდ-სასქესო სისტემის მეორეული ბაქტერიული ინფექციები;
- ჩლიქის ლპობა
- მასტიტი
- ართრიტი
- ფლეგმონა
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატს გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება როგორც გრამდადებითი, ასევე გრამუარყოფითი ორგანიზმების მიმართ, მათ შორის Actinomyces spp., Bacillus anthracis, Bordetella spp., Brucella spp., Clostridia spp., Corynebacteriumspp., E. coli, Haemophilus spp., Klebsiella spp., Pasteurella spp., Proteus spp., Salmonella spp., Staphylococci, StreptococcidaCampylobacter spp. კომბინაციას აქვს სინერგიული ეფექტი.
მიღების წესი და დოზირება:
შეიყვანება კუნთში, ვენაში.
- ყველა სახეობის ცხოველებისთვის: 1 მლ ყოველ 10–15 კგ ცოცხალ მასაზე, დღეში ერთხელ, 5 დღის განმავლობაში.
- შეუთავსებლობა სხვა პრეპარატებთან:T.M.P.S. არ ეთავსება სხვა ანტიბიოტიკებს, კოქციდიოსტატებსა და პარაამინობენზომჟავისა და მისი ეთერების (პროკაინი, ტეტრაკაინი) მსგავს პრეპარატებს. პრეპარატი არ მიიღება ჰექსამეთილენის ტეტრამინთან (მეთამინთან) კომბინაციაში.
უკუჩვენებები: შესაძლებელია წარმოიქმნას დროებითი შეშუპება ინექციის ადგილას.
ლოდინის პერიოდი:ხორცი და ქვეპროდუქტები:
მსხვილფეხა საქონელი: 12 დღე
ღორები: 28 დღე
არ არის ავტორიზებული ცხენებში გამოსაყენებლად, რომელთა ხორცი გამიზნულია ადამიანის
მოხმარების მიზნით.
რძე:
ძროხები: 4 დღე.
შენახვის პირობები:შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ 15 და 25 °C შორის.
მოარიდეთ სინათლეს. შეინახეთ მშრალ ადგილას. პირველი გახსნის შემდეგ ვარგისიანობის ვადა არის: 28 დღე.
შენახვის ვადა: 2 წელი.
შეფუთვის ფორმა: 100 მლ შუშის ფლაკონი.